მარიამ კანდელაკი ბერლინში ცხოვრობს და მუშაობს. თბილისში თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის ანიმაციის ფაკულტეტი დაამთავრა. ის რეჟისორ-ანიმატორია, პროდიუსერი, ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორი.
Your browser doesn’t support HTML5
ბერლინში, „ჰანფილმში“, ანიმაციური ფილმების სტუდიაში საქმიანობს, საერთაშორისო პროექტების მონაწილეა და ავტორი არაერთი ანიმაციური ფილმისა.
მარიამ კანდელაკი „ევროპის ანიმაციის ჯილდოს“ საორგანიზაციო კომიტეტის მიერ არჩეულია საქართველოში ელჩად.
„უხილავი ფარდის“ წამყვან ოქროპირ რუხაძესთან მას საუბარი აქვს ანიმაციის არსზე, მის მიზანზე, ნიქოზის ფესტივალზე, საქართველოში და სხვაგან ხელოვნების ამ დარგის მდგომარეობაზე.
მხატვარი, როგორც ასეთი; მხატვარი ანიმატორი; როგორ იქმნება ანიმაცია - ეს იყო დღევანდელი საუბრის პირველი თემები.