ანიმაცია ბავშვების ნახატებით
Your browser doesn’t support HTML5
სტუდია „ტელევეზირი“ ახორციელებს პროექტს „ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ და ვასურათებთ ‘ვეფხისტყაოსანს’“. პროექტის მონაწილეები ჩადიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ხვდებიან ბავშვებს და პოემის ამა თუ იმ სტროფს ახატვინებენ და ახმოვანებინებენ. ამის შემდეგ ბავშვების ნახატებს ანიმატორები აცოცხლებენ. პროექტის მიზანია „ვეფხისტყაოსნის“ ანიმაციური ვერსიის შექმნა. „ტელევეზირს“ აქვს ასევე სხვა გაცოცხლებული ნახატებიც.