ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაცია კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრებისა და აქტივისტების დაკავებისა თუ მათზე თავდასხმების შესახებ. როგორც კოალიციის პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე 24 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით კოალიციის 20-მდე წევრია დაკავებული. კოალიციის აქტივისტები დააკავეს თბილისში, მესტიაში, ფოთში, კასპში, შინდისში, წალენჯიხაში. მედიასაშუალებებით ვრცელდება კადრები, რომლებიც კოალიციის აქტივისტებზე თავდასხმის შედეგებს ასახავს. კოალიცია უკანასკნელ დღეებში განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი, თავის მხრივ, იმავე ბრალდებას უყენებს
”ქართულ ოცნებას”, გაახშირა პოლიტიკური ანგარიშსწორებაო. დაკავებულნი არიან საპროტესტო აქციების მონაწილეებიც. ”თავისუფლება პოლიტპატიმრებს” - პლაკატები ამ მოწოდებებით აქციებზე უკვე გაჩნდა.
თუკი შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-საიტზე შეხვალთ, იქ სამინისტროს ათამდე განცხადებას იხილავთ, სადაც ვკითხულობთ, თუ ვინ, რატომ და როდის დააკავეს. განცხადებებში მითითებული დაკავებული პირების გადათვლის შედეგად ირკვევა, რომ მხოლოდ 23 სექტემბერს სამართალდამცავებმა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, რვა ადამიანი დააკავეს. როგორც კოალიცია ”ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, უკანასკნელ დღეებში დაკავებულთა უმეტესობა კოალიციის აქტივისტები და წევრები არიან. მათ უკვე შეეფარდათ ადმინისტრაციული პატიმრობა - ზოგს 30-დღიანი, ზოგს 40-დღიანი, ზოგს კი 100 ლარიანი ჯარიმა აკმარეს.
23 სექტემბერს დაკავებულ კოალიციის წევრებს გვიან ღამით კიდევ რამდენიმე თანაგუნდელი შეემატა, მათ შორის - ფოთში. ეკა ბესელია, ფოთში კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატი, ”ქართული ოცნების” წევრების მასობრივი დაკავებების ფაქტს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს:
”გარდა დაკავებების და ფიზიკური ანგარიშსწორებისა, აქტივისტებზე მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ზეწოლა. ჩვენ ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, პოლიციელებს, მოსამართლეებს, თავი დაანებონ შანტაჟს, მუქარას და უკანონო დაკავებებს. ჩვენ დავიცავთ თითოეულ აქტივისტს და თანამოაზრეს. ეს არის სააკაშვილის რეჟიმის დასასრული და ნურავინ ნუ შეასრულებს მის უკანონო ბრძანებას”, - ამბობს ეკა ბესელია ჟურნალისტებთან საუბარში.
გარდა დაკავებებისა, ვრცელდება ინფორმაცია და, ასე ვთქვთ, სისხლიანი კადრები კოალიციის წევრებზე თავდასხმებისა. თუმცა თავდასხმების, ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის თაობაზე, ოღონდ ახლა უკვე ”ქართული ოცნების” მხრიდან, ”ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერი ჩიორა თაქთაქიშვილიც ლაპარაკობს. მისი თქმით, კოალიციის მხრიდან გახშირდა პოლიტიკური ნიშნით თავდასხმები და მას ამის საილუსტრაციოდ კონკრეტული ფაქტებიც მოჰყავს.
”მაგალითად, ქალაქ წნორში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ძალადობის შედეგად, დაშავდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები - მათ შორის, ქალიც. ასევე ადიგენის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მძიმედ დაშავდა ”ქართული ოცნების” მხარდამჭერების მიერ მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად”, - აცხადებს ჩიორა თაქთაქიშვილი.
უკანასკნელ დღეებში განხორციელებულ დაკავებებს შორის ყველაზე ხმაურიანი გამოდგა მესტიაში კაპიტონ (კახა) ჟორჟოლიანის დაკავება. მას, მესტიის საოლქო საარჩევნო კომისის წევრ არჩილ სოფრომაძის სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდების საფუძველზე, ზუგდიდის სასამართლომ 40 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. ვახტანგ ხმალაძე, კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრი და კონსტიტუციური სამართლის პროფესორი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ადგილობრივმა პოლიციამ მესტიაში ხალხის დასაშოშმინებლად სამხედრო ძალა გამოიყვანა, რაც კონსტიტუციის მეასე მუხლის პირდაპირი დარღვევაა.
”ეს იყო სამხედრო ნაწილი. ისინი იყვნენ იარაღის გარეშე და მიიყვანეს იქ, რათა შეექმნათ დერეფანი და ამ დერეფნის საშუალებით გამოეყვანათ მანქანა, სადაც დაკავებული ჟორჟოლიანი იჯდა. ეს არის კონსტიტუციის მეასე მუხლის დარღვევა, რადგან სწორედ ეს მუხლი განსაზღვრავს, რომ სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი და 48 საათის განმავლობაში შეაქვს ის პარლამენტში დასამტკიცებლად. არსად არ წერია კანონში, რომ პოლიციის მიმართვის საფუძველზე შეიძლება სამხედრო ძალების გამოყენება”, - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.
”ისტერიკაში ჩავარდნილი ხელისუფლების მოქმედება” - ასე აფასებს ვახტანგ ხმალაძე უკანასკნელ დღეებში განხორციელებული დაკავებების ფაქტებს და კითხვაზე, ხომ არ იმოქმედებს კოალიციის წევრებისა და აქტივისტების დაკავება არჩევნების პროცესზე, ის გვპასუხობს, რომ ხელისუფლება ვეღარ შეძლებს საზოგადოებაში შიშის ჩანერგვას და, შესაბამისად, ის საკუთარ არჩევანს მაინც გააკეთებს:
”ეს დაკავებები, მთლიანობაში, საარჩევნო კამპანიას ხელს ვერ შეუშლის. აღშფოთებამ მიაღწია ისეთ დონეს, რომ ასეთი ქმედებებით ვერავის ვერ გააჩერებენ.”
”ნაციონალური მოძრაობის” მცდარი სტრატეგია” და ”სასოწარკვეთილი ადამიანების გაუაზრებელი რეაქცია” - ასე უწოდებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე უკანასკნელ დღეებში გახშირებული დაკავებების ფაქტებს და რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ გამოვლენილი აგრესიის ფონზე საზოგადოება მმართველ პარტიას კიდევ უფრო გაემიჯნება:
”პარტიები ცდილობენ ხოლმე თავი მოაწონონ ამომრჩეველს. არჩევნების წინ კი ჯერ ის ძალადობის კადრები და მერე უკვე საარჩევნო პროცესში ძალადობის ფაქტები ერთმანეთის გაგრძელებად აღიქმება საზოგადოებაში და ძალიან ბევრი ადამიანისათვის ეს მიუღებელი იქნება.”
დაპატიმრებების ტალღა, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით, საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორისა და აქტიური მონაწილის დაჩი ცაგურიასა და მისი მეგობრის ბექა ალადაშვილის დაკავებით აგორდა. ციხეებში პატიმრების წამების ფაქტების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსული მოქალაქეების მთავარ მოთხოვნას, სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ბაჩო ახალაიასა და ასევე ყოფილ სასჯელაღსრულების მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს, კიდევ ერთი მოთხოვნა, ახლა უკვე უკანასკნელ დღეებში დაპატიმრებული მოქალაქეების გათავისუფლება დაემატა. ”თავისუფლება პოლიტპატიმრებს!” - პლაკატები ამ მოწოდებით აქციებზე უკვე გაჩნდა:
”ეს ადამიანები არიან პოლიტპატიმრები და ისინი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. ჩვენ არაფერს არ ვაფუჭებთ. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვიკრიბებით და ჩვენს აზრს გამოვთქვამთ”...

მაგალითად, ქალაქ წნორში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ძალადობის შედეგად, დაშავდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები - მათ შორის, ქალიც. ასევე ადიგენის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ...ჩიორა თაქთაქიშვილი

პარტიები ცდილობენ ხოლმე თავი მოაწონონ ამომრჩეველს. არჩევნების წინ კი ჯერ ის ძალადობის კადრები და მერე უკვე საარჩევნო პროცესში ძალადობის ფაქტები ერთმანეთის გაგრძელებად აღიქმება საზოგადოებაში ...რამაზ საყვარელიძე