საქართველოს პარლამენტში აღმოსავლეთის პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები საკომიტეტო მოსმენებს მართავენ (Euronest Parliamentary Assembly). ვიზიტის ფარგლებში განიხილება უსაფრთხოების გამოწვევები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ევროკავშირის როლის გაძლიერება მათ დარეგულირებაში. "ევრონესტის" ღონისძიებაში მონაწილეობენ ევროპარლამენტის, უკრაინის, მოლდავეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის საპარლამენტო დელეგაციები. „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები განიხილავენ აღმოსავლეთ პრტნიორობის ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესს ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიმართულებით. "ევრონესტის" საპარლამენტო ასამბლეა რეგულარულად მართავს ამგვარ შეხვედრებს პოლიტიკური დიალოგისა და საპარლამენტო კონსულტაციებისთვის.