საბჭოთა პერიოდში სოციალისტურ რესპუბლიკებში აზარტული თამაში ოფიციალურად აკრძალული იყო და ისჯებოდა კიდეც. თუმცა არსებობდა ყომარბაზობის ძველი ტრადიცია, რომელსაც ადამიანები მალულად მისდევდნენ. პირველი კაზინოები საქართველოში სწორედ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაჩნდა. დღეს უკვე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება სერიოზულ პრობლემად იქცა, რაც ხშირად ხდება სუიციდის მიზეზი. „სამორინე, როგორც ვნება“ - ამ თემაზე „ანარეკლების“ მორიგ გამოშვებაში ილაპარაკებს გიორგი გვახარიას სტუმარი, ფსიქოლოგი ნინო კომახიძე, რომელიც ამბობს, რომ აზარტის ვნებაზე უარის თქმა გაცილებით რთულია, ვიდრე ნარკოტიკებზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება. საუბარი იქნება იმაზეც, თუ რამდენად განაპირობებს აზარტული თამაშების პოპულარობას ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური ფონი.