„შურისძიების ინსტინქტი“

თანამედროვე ქართულ კინოში აფხაზეთის თემაზე არაერთი მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმი შეიქმნა. ომის მოვლენებისა თუ შედეგების მხატვრულ გააზრებაში სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა მესიჯი იკითხება. თუმცა შურისძიების იმპულსი ქართულ საზოგადოებაში დღემდე აქტიურია. „ანარეკლების“ მორიგ გადაცემაში გიორგი გვახარიას სტუმარი, ფსიქოლოგი მარინა ელბაქიძე თვლის, რომ შურისძიება ადამიანის თანდაყოლილი ინსტინქტია; ის საუბრობს, თუ რამდენად დაკავშირებულია ერთმანეთთან კონფლიქტის და შურისძიების ცნება, რამდენად ამართლებენ ადამიანები შურისძიებას სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით და რამდენად შეიძლება გააღვივოს სოციუმმა შურისძიების ვნება.