კოტე მიქაბერიძე
Your browser doesn’t support HTML5
ქართული კინოს პიონერი, ადრეული ქართული კინოს ერთ-ერთი ყველაზე ნოვატორული ფილმის, „ჩემი ბებიას“ რეჟისორი, კოტე მიქაბერიძე იყო რთული შემოქმედებითი ბიოგრაფიის მქონე ავტორი, რომელმაც საბჭოთა იდეოლოგიის პირობებში არაერთი განუხორციელებელი პროექტი დატოვა. მიუხედავად მისი პოპულარობისა კინოპროფესიონალებს შორის, კოტე მიქაბერიძეზე ვრცელი მონოგრაფია პირველად წელს დაიბეჭდა გამომცემლობა სა.გა.-ს მიერ. რეჟისორს მიეძღვნა დიდი გამოფენაც საქართველოს ეროვნულ არქივში. გადაცემის სტუმარია კინომცოდნე ნინო ძანძავა.