ანანო – უსინათლო ბავშვი თერჯოლაში

Your browser doesn’t support HTML5

ანანო ბუცხრიკიძე თერჯოლის N1 საშუალო სკოლაში სწავლობს. ავადმყოფობის შედეგად მან მხედველობა დაკარგა. უსინათლოებისთვის სპეციალური სკოლა თერჯოლაში არ არის, მაგრამ ექსპერტები ცდილობენ, ანანომ იმ სკოლაში მიიღოს კარგი განათლება, რომელშიც ყოველთვის დადიოდა. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი სკოლის პედაგოგების გადასამზადებლად თერჯოლაში ტრენინგის სპეციალისტებს გაგზავნის. ტრენინგის შემდეგ კი სკოლას ბრაილის შრიფტით დაბეჭდილ სახელმძღვანელოებსა და მის წამკითხველს, ბრაილერსაც მიაწვდიან.