ანანო ბოჭორიშვილს პოლიტიკურად რთულ, რეფერენდუმების ხანაში მოუხდა სწავლა გლაზგოს უნივერსიტეტში, სადაც თანასწორობისა და ადამიანის უფლებების სამაგისტრო პროგრამა გაიარა სოციოლოგიის დეპარტამენტში.
მაგისტრის ხარისხი მასობრივი კომუნიკაციის სპეციალობით უკვე ჰქონდა მოპოვებული თბილისში, მაგრამ მაინც წავიდა შოტლანდიაში, რადგან მანამდე ორი წელი მუშაობდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციაში და ამან განსაზღვრა არჩევანიც, გაეგრძელებინა სწავლა ამ მიმართულებით. გლაზგოს უნივერსიტეტი გამორჩეულია, მისი რექტორი ედვარდ სნოუდენია. ამ სასწავლებელში მაგისტრი გახდა ადამ სმიტი. „უხილავ ფარდაში“ ანანო ბოჭორიშვილთან ოქროპირ რუხაძე საუბრობს შოტლანდიელების სიყვარულზე ვისკის მიმართ, მათ ნაციონალიზმზე, რობერტს ბერნსის პატივისცემაზე, ეროვნული სამოსის ტარების მნიშვნელობაზე და, ცხადია, უშუალოდ სწავლაზე გლაზგოში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობაზე. რას ფიქრობს ანანო ბოჭორიშვილი: თბილისში დაბრუნების შემდეგ რა მოაკლდება ყველაზე მეტად - ის, რაც გლაზგოში იყო და თბილისში არ არის, რაც ასე საჭიროა სტუდენტისა და მკვლევრისთვის.
Your browser doesn’t support HTML5