ანა სიგუამ გერმანიის ქალაქ ბრაუნშვაიგის სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამა გაიარა. მანამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლა სოციოლოგია, თბილისის სამხატვრო აკადემიაში კი - მედიის ხელოვნება.
Your browser doesn’t support HTML5
ანა დიზაინერი, ილუსტრატორი და მწერალია, სამხატვრო ხელმძღვანელია არაერთი პროექტის ბუნების დაცვისა და სოციალურ სფეროში, გატაცებულია ფოტოგრაფიით. მიუნხენში მცხოვრები ხელოვანი გადაცემის წამყვანს, ოქროპირ რუხაძეს, უამბობს, რა ფიქრები აღეძვრება ხოლმე, როცა კამერას კოსმოსისკენ, შორს მდებარე ციური სხეულისკენ მიმართავს.