დააკვირდით ადამიანს!

ანა გვალია

ბიზნესის სფეროში განათლება აყალიბებს კულტურულ ადამიანს, გვითხრა ანა გვალიამ აშშ-ის, ბოსტონის, ნორთისტერნის უნივერსიტეტის სტუდენტმა მეწარმეობისა და ფინანსების დარგში.

ანა გვალიამ თბილისში დაამთავრა „ამერიკული აკადემია“ და ბოსტონში წასვლის შემდეგ არაერთ ფირმაში იმუშავა - ამას მოითხოვს სწავლასთან ერთად მისი უნივერსიტეტი. ახლა ის თბილისშია არდადეგებზე და, ამასთან, პრაქტიკას გადის პროგრამა "აწარმოე საქართველოში“. "უხილავი ფარდის" წამყვან ოქროპირ რუხაძესთან საუბარი შეეხო ბევრ თემას, სხვათა შორის, ქართველების დამოკიდებულებას ბიზნესისადმი, თანამედროვე ეკონომიკური სისტემის სამართლიანობას, ლიდერობას, მენეჯერობას, რეპუტაციას ბიზნესში და იმასაც, თუ რა როლი შეიძლება ჰქონდეს მენეჯერულ უნარს სტუდენტურ მოძრაობაში.

Your browser doesn’t support HTML5

უხილავი ფარდა