მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მუშაობას უნდობლობას უცხადებს, მაინც გვთხოვენ ”კარდაკარის” სამუშაო სია გადავცეთ, განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე მამუკა კაციტაძემ, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარემ. მან სიის სამუშაო ვერსია, მოთხოვნის შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაცია ”ამომრჩეველთ ლიგას” და ”რესპუბლიკურ პარტიას” გადაუგზავნა. ამ მოთხოვნით ხსენებულმა ორგანიზაციებმა კომისიას აპრილში მიმართეს. რაში გამოადგებათ მათ ”კარდაკარის” სიების სამუშაო ვარიანტი?
მიუხედავად იმისა, რომ, კანონის თანახმად, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას 1 აგვისტომდე ”კარდაკარის” პრინციპით შედგენილი ამომრჩეველთა ერთიანი სიის გასაჯაროების ვალდებულება არა აქვს, კომისიის თავმჯდომარის მამუკა კაციტაძის განცხადებით, ისინი მაინც მზად არიან დაინტერესებულ ორგანიზაციებს გადაუგზავნონ სიების სამუშაო ვერსია, რომელიც საარჩევნო რეგისტრატორებისთვის არის მომზადებული და სპეციალურად დამუშავებული ისე, რომ ამომრჩეველთა პირადი ნომერი დაფარული იყოს, რამდენადაც კანონი მის საჯაროობას კრძალავს.
”მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩვენ მიმართ არიან უნდობლობით დამოკიდებულებაში, ჩვენ მათ ვუწვდით თანამშრომლობის ხელს და მომზადებულ, ფაქტობრივად, ”კარდაკარის” განხორციელებისთვის განკუთვნილ ვერსიას, რომლის გაკეთებაც მათ დამოუკიდებლადაც შეეძლოთ, - უბრალოდ, საკმაოდ შრომატევადი საქმიანობაა და ჩვენ 4 თვის განმავლობაში ვმუშაობდით ამაზე... - ჩვენ მზად ვართ, მათი ოფიციალური მომართვის საფუძველზე, მივაწოდოთ ეს ვერსია. დაე, მათ თავიანთი ძალისხმევა მიმართონ საკუთარი სიების გასაუმჯობესებლად.”
მამუკა კაციტაძეს აინტერესებს, როგორი იქნება ამის შემდეგ მისი კომისიისადმი იმ ორგანიზაციების დამოკიდებულება, რომლებიც აქამდე უნდობლობით იყვნენ განმსჭვალულნი. ის იმედს გამოთქვამს, რომ ეს ორგანიზაციები მიღებული სიის გაცნობის შემდეგ საკუთარ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებსაც გაუზიარებენ კომისიას.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ”ამომრჩეველთა ლიგის” აღმასრულებელი
დირექტორი ლევან ჩიკვაიძე ამბობს, საქმე ტექნიკურ დეტალებს ეხება, რაც გულისხმობს კონკრეტული ამომრჩევლების დაყოფას საარჩევნო სექტორების, უბნებისა და ოლქების მიხედვით. ლევან ჩიკვაიძის განცხადებით, ”ამომრჩეველთა ლიგაც” მუშაობს სიების უზრუნველყოფაზე, მაგრამ მისი სიტყვებით, 3 მილიონ 700 ათასი ამომრჩევლის მონაცემის ქონა ერთია, მათი დამისამართება კი კონკრეტული საარჩევნო უბნებისა და ოლქების მიხედვით ძალზედ შრომატევადი საქმეა. სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას კი, 2010 წლის არჩევნებიდან გამომდინარე, ამ საარჩევნო ოლქებისა და უბნების რუკა აქვს. სწორედ ამას ითხოვდა ”ამომრჩეველთა ლიგა” აპრილში, როცა მამუკა კაციტაძის კომისიას მიმართა. 2 კვირის წინ ამ მონაცემის გაგზავნაზე უარი მიიღეს, ამჯერად კი კომისია ინფორმაციის გაცემაზე დათანხმდა.
”საარჩევნო სია ჩვენ გვექნებოდა თავიდან დასალაგებელი უბნების მიხედვით. მხოლოდ ეს არის, ჩვენ დავხარჯავდით ამაზე დიდ დროს და ენერგიას, რომ ამ დონემდე მიგვეყვანა. ასეთი ფორმით კი სია პროგრამულად არსებობს და რისი გადმოცემის მზადყოფნაც დღეს გამოთქვა კომისიამ, 2 კვირის წინ წერილობითი უარი მივიღეთ და ჩვენ გვიწევდა ენერგიისა და დროის დახარჯვა იმაზე, რომ ამ მდგომარეობამდე მიგვეყვანა, თორემ შეუძლებელი არაფერია.”
”ამომრჩეველთა ლიგის” აღმასრულებელი დირექტორის ლევან ჩიკვაიძის განცხადებით, მიწოდებული სია მათ დაეხმარება საკუთრივ ”ამომრჩეველთა ლიგის” მიერ შექმნილი სიის გადამოწმებაშიც, რაც, საბოლოოდ, არჩევნების დღეს საარჩევნო რეგისტრატორებს საშუალებას მისცემს მაქსიმალურად სრულყოფილი სიით იხელმძღვანელონ.
რაც შეეხება „რესპუბლიკურ პარტიას“, რომელმაც ასევე მოითხოვა ამომრჩეველთა სიის სამუშაო ვარიანტი, ამჯერად პარტიაში კომენტარისგან თავს იკავებენ, როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ პრესსამსახურში განმარტეს, პარტიის დამოკიდებულება სიისა და ასევე იმ კომისიის მიმართ, რომელიც სიების დაზუსტების უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი, მაშინ გაირკვევა, როდესაც სიას გაეცნობიან.