ამნისტიის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტი მთავრობისგან კონკრეტულ მონაცემებსა და შეფასებებს ელოდება და ამ მხრივ ძირითადი აქცენტი შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების სამინისტროებზე კეთდება. ამ ეტაპზე კვლავაც უცნობია, თუ რამდენი ადამიანი დატოვებს საპატიმროებს დაგეგმილი ფართომასშტაბიანი ამნისტიის შედეგად და რამდენს შეუმსუბუქდება სასჯელი. ყურადღების ცენტრშია საზოგადოების უსაფრთხოების თემა.
იმ რეკომენდაციების მიხედვით, რომლებიც პარლამენტმა უკვე მიიღო იუსტიციის სამინისტროსგან, ამნისტია არ უნდა შეეხოს, მაგალითად: ”ძალადობრივი ტიპის” დანაშაულს, გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულს, რომელსაც მოჰყვა სიცოცხლის ხელყოფა და დანაშაულს, რომელიც ლახავს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. თუკი დეპუტატები ამგვარ მიდგომას გაიზიარებენ, ამნისტიის შესახებ კანონპროექტიდან, რომელსაც 19 ნოემბერს, პრინციპების დონეზე, ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტი განიხილავდა, რამდენიმე კონკრეტული მუხლი გახდება ამოსაღები. კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განმარტებით, საჭიროა კონსენსუსის მიღწევა, რადგანაც ფართომასშტაბიან ამნისტიასთან დაკავშირებული საკითხი, რომელსაც ორი მთავარი შემადგენელი აქვს, საგანგებო მნიშვნელობისაა:
”ამოცანა და პრინციპი არის ის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა სამართლიანად იგრძნოს ამნისტიის, როგორც ამ ჰუმანური აქტის, სიკეთე და დაცული იყოს საზოგადოების ინტერესი, მისი უსაფრთხოების დაცვის კუთხით.”
ჰუმანიტარული აქტის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ კრიმინოგენული ვითარების ”რადიკალურად შეცვლის საფრთხეზე” ლაპარაკობს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე. დაგეგმილ ამნისტიასთან მიმართებით მას ”მასშტაბი და ქაოტურობა” აშფოთებს. საყვარელიძე ამჯობინებს, რომ პატიმრების გათავისუფლება პრეზიდენტის მიერ შეწყალების კომისიის მუშაობის შედეგად მოხდეს:
”პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის, შეცდომების მინიმიზაციის კუთხით, რა მასშტაბისაც არ უნდა იყოს შეწყალება, წავიდეთ, დავუშვათ, შეწყალების გზით და არ გავაკეთოთ იმხელა ამნისტია, რომ შემდეგ შედეგი იქნეს გამოუსწორებელი. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რისი თავზე აღებაც მოუწევს უმრავლესობას და ჩვენთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი, ვისი პასუხისმგებლობა იქნება. მთავარია, რომ ქვეყანამ და საზოგადოებამ არ მიიღოს ისეთი საზიანო შედეგი, რომლის გამოსწორებაც შემდეგ იქნება ძალიან რთული”.
თუკი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ამნისტიას, ასე ვთქვათ, დიდი საფრთხის წინაპირობად განიხილავენ, მას პოზიტიურ მოვლენად მიიჩნევს არასამთავრობო სექტორი. მართალია, პატიმართა მასშტაბური გათავისუფლების პროცესის თანმდევი შესაძლო საფრთხეების სათანადოდ განჭვრეტასა და პრევენციას უმნიშვნელოვანეს ამოცანად მიიჩნევს, მაგრამ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა ფოფხაძე კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს ამნისტიის მიზანსა და მნიშვნელობას:
”მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის ფონზე, რაც წლების განმავლობაში გვქონდა და, შეიძლება ითქვას, ხშირ შემთხვევაში - ნამეტანი მკაცრიც, - ამის შემდეგ ასეთი ნაბიჯი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ წლებია ციხეებში დავდივართ და იქ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც საკმაოდ დიდ სასჯელებს იხდიან ისეთი დანაშაულებისთვის, რომელიც არის ძალიან მცირე მნიშვნელობის და რომელიც, ხშირ შემთხვევაში, მათ საერთოდ არ უმტკიცდებათ, სამწუხაროდ”.
ამნისტიის შესახებ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა პარლამენტში უახლოეს დღეებში გაგრძელდება - მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანო სასჯელაღსრულებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების დასკვნებს მიიღებს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უთხრა 19 ნოემბერს ჟურნალისტებს, საკითხს მისი უწყება ”ძალიან ფრთხილად” უდგება, რადგანაც გამორიცხული არ არის, რომ ”მოხდეს ძალიან ბევრი არასასურველი ადამიანის გამოშვება ციხიდან”. ღარიბაშვილი უსაფრთხოების გარანტიებზე ლაპარაკობს:
”ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კრიმინოგენული სიტუაცია არ დაიძაბოს ქვეყანაში. ჩვენ ვიქნებით გარანტი იმისა, რომ ეს არ მოხდეს”.
ამნისტიის შედეგად კრიმინოგენული ვითარება რომ არ გაუარესდება, ამის პირობას სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარიც დებს. სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, ამნისტიას ის მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, თუმცა, სუბარის აზრით, ამნისტიაზე გაცილებით სამართლიანი და ეფექტიანი იქნება სასჯელის შეკრებითობის გაუქმება და პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის ეფექტიანად ამოქმედება, რაც ახალი ხელისუფლების უახლოესი მომავლის გეგმებში შედის. სასჯელაღსრულების სამინისტროსგან პარლამენტი ელოდება კონკრეტულ მონაცემებს, რომლებზე დაყრდნობით უნდა გამოითვალოს, თუ რამდენი ადამიანი დატოვებს საპატიმროებს კანონპროექტში გათვალისწინებული მუხლების მიხედვით.
19 ნოემბერს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ასევე იმსჯელეს სამუშაო ჯგუფის მიერ წარდგენილ დასკვნაზე პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და დევნილი პირების შესახებ. შედეგად, კომიტეტმა 180-მდე ადამიანი პოლიტპატიმრად გამოაცხადა, ხოლო 20-ზე მეტი ადამიანი - პოლიტიკურ დევნილად. დასახელდა კონკრეტული გვარები და ამ სიაში მოხვდნენ, მაგალითად: ბადრი ბიწაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ბიძინა გიორგობიანი თუ ქიბარ ხალვაში. კომიტეტის მიერ დამტკიცებული პროექტი პარლამენტის სხდომაზე უნდა განიხილონ.
”ეს არის შინაურ პატიმართა ნუსხა, ანუ თუ ვინმეს ვინმე გაახსენდა, - თანამოაზრე, თანაპარტიელი, ნათესავი, ძმაკაცი, დაქალი, - რომლებსაც ჩადენილი აქვთ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, დაწყებული ტერორიზმით, ჯაშუშობით, მკვლელობის მცდელობით და დამთავრებული თაღლითობით, - ნებისმიერ ასეთ პატიმარს იხილავთ აქ, რომელსაც აკრული აქვს პოლიტიკური სარჩული“, - უთხრა ჟურნალისტებს დავით საყვარელიძემ.
პოლიტპატიმართა და პოლიტიკურ დევნაში მყოფ ადამიანთა უდანაშაულობაზე თავს არც სამუშაო ჯგუფი დებს. როგორც, მაგალითად, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე აღნიშნავს, დანაშაულებრივ მხარესთან შეხების გარეშე, პოლიტპატიმართა და პოლიტიკური ნიშნით დევნილთა სიაში ამა თუ იმ პირის მოხვედრის საკითხი მასთან მიმართებით პოლიტიკური ანგარიშსწორების ფაქტორის არსებობით განისაზღვრა.

ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კრიმინოგენული სიტუაცია არ დაიძაბოს ქვეყანაში. ჩვენ ვიქნებით გარანტი იმისა, რომ ეს არ მოხდეს...ირაკლი ღარიბაშვილი

ეს არის შინაურ პატიმართა ნუსხა, ანუ თუ ვინმეს ვინმე გაახსენდა, - თანამოაზრე, თანაპარტიელი, ნათესავი, ძმაკაცი, დაქალი, - რომლებსაც ჩადენილი აქვთ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, დაწყებული ტერორიზმით, ჯაშუშობით, მკვლელობის მცდელობით და დამთავრებული თაღლითობით...დავით საყვარელიძე