ამერიკელი სენატორები სასწავლო ცენტრ „კრწანისში“

Your browser doesn’t support HTML5

2 იანვარს დასრულდა ამერიკელი სენატორების: ჯონ მაკკეინის, ლინდსი გრემისა და ემი კლობუჩარის ვიზიტი საქართველოში. ორშაბათს ისინი ეწვივნენ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს, სადაც მათ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უმასპინძლა. სენატორებმა გვირგვინით შეამკეს საერთაშორისო და სამშვიდობო მისიებსა და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპულ გმირთა მემორიალი.