ხორვატიაში განათლების სისტემისა და ტექნოლოგიის სფეროს სპეციალისტები უძღვებიან ინოვაციურ პროექტს, რომელიც რობოტის გამოყენებას ითვალისწინებს აუტისტური სპექტრის აშლილობით დაავადებული ბავშვების დიაგნოსტიცირებისთვის.
ოთხი წლის ლუკას ძალიან მოსწონს თავისი ახალი მეგობარი: „წერა შეუძლია. დაჯდომა შეუძლია. წყლის დალევა შეუძლია.“ ორ მეგობარს ერთად ცეკვაც უყვარს.
მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი მეგობრობა. ლუკა აუტისტური სპექტრის აშლილობით არის დაავადებული. ეს დაავადება სოციალური, ქცევისა და საკომუნიკაციო უნარების დაქვეითებაში გამოიხატება. რაც შეეხება მის მეგობარ „რენეს“, ის რობოტია.
ლუკასა და „რენეს“ დამეგობრება მოხდა ზაგრების უნივერსიტეტის განათლებისა და სარეაბილიტაციო მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ელექტრონიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტის ერთობლივი პროექტის წყალობით. ამ ინიციატივის მიზანია, რობოტები გამოიყენოს დაავადებული ბავშვების უკეთ დიაგნოსტიცირებისთვის, ვინაიდან აუტიზმით დაავადებულთათვის დიაგნოზის დასმა მეტად კომპლექსური და, ამავე დროს, სუბიექტურ ფაქტორებზე დამყარებული პროცესია. თუმცა რობოტი მხოლოდ დამხმარე საშუალებად გამოიყენება და მას არ შეუძლია ექიმის შეცვლა.
„აუტიზმით დაავადებული ბავშვებისთვის რობოტი არის ძალზე მარტივი სტიმული, რომელიც არ იცვლება. მისი თვალები ყოველთვის ერთ ადგილზეა მოთავსებული. მისი პირი ყოველთვის ერთ ადგილზეა. ადამიანები ბევრად უფრო რთული არიან ასეთი ბავშვებისთვის, ვინაიდან როცა ვლაპარაკობთ, სხვადასხვა ჟესტს ვხმარობთ. ერთ დღეს წითელი მაისური გვაცვია, მეორე დღეს - ლურჯი. რობოტი კი უცვლელი სტიმულია. ბავშვებს არ სჭირდებათ უამრავ ინფორმაციაზე ფიქრი და ამის ნაცვლად ძირითადზე შეუძლიათ კონცენტრირება,“ ამბობს აუტიზმის პრობლემების მკვლევარი იასმინა სტოსიჩი.
იმის გამო, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის დადგენა რთულია, დაავადებულ ბავშვებს დიაგნოზს საკმაოდ გვიან უსვამენ. ხორვატიაში ამ დაავადების მქონე ბავშვების უმრავლესობა სპეციალიზებულ განათლებასა და თერაპიას მხოლოდ 5-6 წლის ასაკში იღებს.
აუტიზმის მკვლევრის, მაია ჩეპანეცის თქმით, რობოტი „რენე“ ჯერჯერობით დადებით რეაქციას იწვევს დაავადებულ ბავშვებში:
„ყურადღების დეფიციტთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ბავშვები, რომლებსაც თვალებით კონტაქტი უჭირთ, საკმაოდ კარგად რეაგირებენ რობოტზე. უყურებენ მას და მოსწონთ ის. ჯერჯერობით საკმაოდ კარგი შედეგი გვაქვს.“
„რენე“ საფრანგეთში შეიქმნა. მსოფლიოს სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტი იყენებს მსგავს რობოტებს აუტიზმით დაავადებულ ბავშვებზე დასაკვირვებლად. მაგრამ ხორვატ მეცნიერთა ყურადღების ცენტრშია რობოტების გამოყენება სტანდარტიზებული დიაგნოსტიკური პროტოკოლის შესამუშავებლად.
ჩეპანეცის თქმით, რობოტის გამოყენებით დიაგნოსტიკა შეიძლება უფრო ობიექტური და სანდო გახდეს:
„რობოტი აღჭურვილია კამერით, მიკროფონით, დინამიკებით. ისეთ რამეებს იწერს, რაც ჩვენ შეიძლება გამოგვრჩეს. შეუძლია აღნუსხოს ბავშვის მიერ გამოცემული ბგერები, მშობლებთან მისი სიახლოვე, რა სიხშირით არის კომუნიკაციის ინიციატორი, რამდენად ხშირად ამყარებს თვალებით კონტაქტს და ა.შ.“
ამ დამაიმედებელი პროექტის წარმატებისთვის მეცნიერები ხორვატიის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან და ევროპულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობენ იმის იმედით, რომ გაზარდონ მათი კვლევისთვის საჭირო ბავშვთა რიცხვი.
ოთხი წლის ლუკას ძალიან მოსწონს თავისი ახალი მეგობარი: „წერა შეუძლია. დაჯდომა შეუძლია. წყლის დალევა შეუძლია.“ ორ მეგობარს ერთად ცეკვაც უყვარს.
მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი მეგობრობა. ლუკა აუტისტური სპექტრის აშლილობით არის დაავადებული. ეს დაავადება სოციალური, ქცევისა და საკომუნიკაციო უნარების დაქვეითებაში გამოიხატება. რაც შეეხება მის მეგობარ „რენეს“, ის რობოტია.
ლუკასა და „რენეს“ დამეგობრება მოხდა ზაგრების უნივერსიტეტის განათლებისა და სარეაბილიტაციო მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ელექტრონიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტის ერთობლივი პროექტის წყალობით. ამ ინიციატივის მიზანია, რობოტები გამოიყენოს დაავადებული ბავშვების უკეთ დიაგნოსტიცირებისთვის, ვინაიდან აუტიზმით დაავადებულთათვის დიაგნოზის დასმა მეტად კომპლექსური და, ამავე დროს, სუბიექტურ ფაქტორებზე დამყარებული პროცესია. თუმცა რობოტი მხოლოდ დამხმარე საშუალებად გამოიყენება და მას არ შეუძლია ექიმის შეცვლა.
ყურადღების დეფიციტთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ბავშვები, რომლებსაც თვალებით კონტაქტი უჭირთ, საკმაოდ კარგად რეაგირებენ რობოტზე. უყურებენ მას და მოსწონთ ის...მაია ჩეპანეცი