ხელთათმანი, რომელიც საშუალებას გაძლევს შეიგრძნო ვირტუალური რეალობა

ავტორი: ნოდარ ფხალაძე

დღევანდელ დღეს ვირტუალური ტექნოლოგიის დახმარებით ადამიანებს შეუძლიათ მოახდინონ თითქმის სრული იმერსია, ანუ ჩაძირვა/ჩაღრმავება, სამგანზომილებიან სამყაროში. დღეისათვის შესაძლებელია არა მარტო გამოსახულებრივი, არამედ ხმოვანი ინფორმაციის მიღება. თუმცა ამის გათვალისწინებით რჩება მთავარი პრობლემა, ტრადიციულ ვირტუალური რეალობის მოწყობილებებს, განსაკუთრებით ხელთათმანებს, არ გააჩნიათ შეხების გრძნობის გადმოცემა. ეს კი, რა თქმა უნდა, იმერსიის დონეს დაბლა წევს. თუმცა ეს სიტუაცია შესაძლებელია მალე შეიცვალოს.

სან-დიეგოში არსებული კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაამზედეს სპეციალური ხელთათმანები, რომლებიც საშუალებას აძლევენ ადამიანს შეიგრძნოს ვირტუალური სამყარო უკვე შეხების გზითაც. ჩვეულებრივი ხელსაწყოები, უბრალო ვიბრაციას გადმოსცემენ, როგორც კი ხელთათმანი ვირტუალურ საგანს „შეეხება“. „ისინი რეალურები არ არის,“ ამბობს იურგენ შულცე, კუალკომის ინსტიტუტის მეცნიერი, ვინც ამჟამად კალიფორნიის უნივერსიტეტში მუშაობს. „შენ არ შეგიძლია რამეს შეეხო, ან წინააღმდეგობა იგრძნო, როდესაც ღილაკს აჭერ თითს. ამისგან განსხვავებით, ჩვენ ვცდილობთ, მომხმარებელს ვაგრძნობინოთ, რომ ის ტაქტილური თვალსაზრისით ნამდვილ გარემოშია.“ ამისათვის შულცე და მისი ინჟინერთა გუნდი იყენებს ე.წ. „მაკკიბენის კუნთებს“, მსუბუქი რობოტიკის ტექნოლოგიას, რომელიც პნევმატურ სისტემაზეა აწყობილი. ის მოიცავს ხელთათმანის „ხელის ზურგზე“ არსებულ საჰაერო მილებს, რომლებიც იბერება და იჩუტება რათა ადამიანის ხელს მიენიჭოს წინააღმდეგობის გრძნობა ვირტუალი სხეულის „შეხებისას“.

ამასთანავე, მოწყობილობა არის საკმარისად მსუბუქი და არ გააჩნია მეტალური კონსტრუქცია სხვა მოდელებისგან განსხვავებით. მიუხედავად იმისა, რომ მოდელი ჯერ კიდევ სატესტო ვერსიის ფაზაშია, მას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს არსებულ ვითარებაში. მოწყობილობა მოქმედებს სპეციალური პიანინოს სიმულატორზე. პროგრამა კლავიატურის გამოსახულებასა და ხმასთან ერთად რეაგირებს მომხმარებლის ხელის პოზიციაზე, ხელთათმანები კი ვირტუალური კლავიტურის შეხებისას თითებს აწვება, რისი მეშვეობითაც შეიგრძნობა როგორც კლავიატურა, ასევე ძალა და წინააღმდეგობა კლავიშების დაჭერისას.

ინჟინრებმა ჩაატარეს სპეციალური საპილოტე ცდა, რომელშიც მონაწილეობდა 15 ადამიანი, მათგან ორი ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის ექსპერტი. მათი შეფასებით, მოწყობილობა „შესანიშნავი“ და „მომაჯადოებელია“.

„ჩვენი საბოლოო მიზანია შევქმნათ მოწყობილობა, რომელიც გადმოსცემს მრავალფეროვან ვირტუალური რეალობის გამოცდილებას,“ ამბობს მაიკლ ტოლი, რომელიც მექანიკური ინჟინერიის პროფესორია იაკობსისინჟინერიის ფაკულტეტზე კალიფორნიის უნივერსიტეტში, სან-დიეგოში. „მაგრამ თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ სხვა გამოყენებებთან ერთად, ამას შემდგომ მოიხმარენ, როგორც ქირურგიაში, ასევე ვიდეოთამაშებში.“ ტოლიც და შულცე დიდ პოტენციალს ხედავენამ პროექტში, განსაკუთრებით მედიცინის სფეროსთვის.

ვირტუალური ტექნოლოგია ხშირად გამოიყენება მედიცინაში, ქირურგიული ოპერაციის სიმულირებაში. ეს ეხმარება ქირურგებს როგორც ტრენინგის გავლაში, სადაც ისინი ქირურგიული ოპერაციების ჩატარებას ეცნობიან უსაფრთხო გარემოში, ასევე ე.წ. „რობოტული ოპერაციის დროს“, სადაც ნამდვილ ქირურგიულ დახმარებას აქვს ადგილი. მეორე შემთხვევაში, რობოტული ტექნოლოგია ეხმარება ქირურგს, ოპერაცია ჩაატაროს განსაკუთრებული სიზუსტით, რაც ამცირებს ოპერაციის დროს არსებულ გართულებებსა და სისხლის დანაკარგს. თუმცა ეს ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიები ეყრდნობა მხოლოდ გამოსახულებასა და ხმას. ამ მოწყობილობებზე ტაქტილური მხარის დამატება კი ქირურგს უფრო ზუსტი ოპერაციის ჩატარების საშუალებას მისცემს, ზუსტად შეხებისა და წინააღმდეგობის „შეგრძნების“ მეშვეობით.