ლევან ალაფიშვილი: პრეზიდენტი პროკურატურასთან დავაში მართალია

ლევან ალაფიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი პროკურატურასთან დავაში მართალია, ხოლო ჩემი ახალგაზრდა კოლეგები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან ნაჩქარევ დასკვნებს აკეთებენ, როცა აცხადებენ, რომ პროკურატურის მიერ მედიისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ პრეზიდენტს კონკრეტულ საქმეზე გრიფით "საიდუმლოს" მოხსნის შესახებ წერილით მიმართა, სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებას არ წარმოადგენს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებად მიიჩნია პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმ საიდუმლო მიმოწერის თაობაზე, რომლითაც საგამოძიებო ორგანო პრეზიდენტს სთხოვდა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გრიფით საიდუმლო მოეხსნა სახელმწიფო დაცვის სამსახურის მასალებზე. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ლევან ალაფიშვილმა, რომელიც ავტორია კანონისა სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის შესახებ, განმარტა, თუ რა კანონის რა მოთხოვნა დაარღვია მთავარმა პროკურატურამ.

Your browser doesn’t support HTML5

ლევან ალაფიშვილი: პრეზიდენტი პროკურატურასთან დავაში