საერთაშორისო კამპანიის, „ქალაქები სიცოცხლისათვის“ ფარგლებში, ქუთაისში გაიმართა ეკოფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ეკოლოგებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ქალაქისთვის მწვავე ეკოლოგიურ პრობლემებზე მსჯელობის გარდა, ფორუმის მონაწილეებმა ნინოშვილის ბაღში გამართეს აქცია-პერფორმანსი, სახელწოდებით „აქ მზე დაპატიმრებულია“. ამ ბაღთან ცოტა ხნის წინ აშენდა საცხოვრებელი კორპუსი, რომელმაცმთლიანად დაჩრდილა მრავალწლოვანი ხეები.
Your browser doesn’t support HTML5