ახალციხის ციხეში აუდიტის სამსახური შევიდა

ახალციხის ციხეში მერიის აუდიტის სამსახური შევიდა. ისტორიულ კომპლექსში 2014 წლის ივლისის თვიდან მიმდინარე წლის თებერვლის თვემდე არსებული მდგომარეობა შემოწმდა. ახალციხის ციხეს თითქმის ერთი წელია დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მართავს. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ციხე ქალაქის სავიზიტო ბარათია და ამიტომ მენეჯერზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. დაიდო თუ არა აუდიტის დასკვნა და როგორი უნდა იყოს ციხის მენეჯერი?

ახალციხის ციხეში მერიის აუდიტის სამსახური შევიდა. როგორც ქალაქის თვითმმართველობაში განმარტავენ, ეს აღნიშნული გეგმიური სამუშაო იყო და მას რაიმე კონკრეტული საფუძველი არ ჰქონია. შიდა აუდიტის სამსახურის მთავარი სპეციალისტის გიორგი დიაკონაშვილის თქმით, მსგავსი შემოწმებები მერიის სხვა ააიპებშიც ჩატარდა.

ისტორიულ კომპლექსში 2014 წლის ივლისის თვიდან მიმდინარე წლის თებერვლის თვემდე არსებული მდგომარეობა შემოწმდა. როგორც ისტორიული კომპლექსის მთავარი ბუღალტერი მედიასთან საუბრისას განმარტავს, მერიის აუდიტის სამსახურმა ორი თვის განმავლობაში ადმინისტრაციაში არსებული ყველა ტიპის დოკუმენტი შეისწავლა. ია ხუციშვილის თქმით, ახალციხის ციხეში აუდიტის სამსახური პირველად შევიდა.

ახალციხის ციხეს თითქმის ერთი წელია დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მართავს. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ციხე ქალაქის სავიზიტო ბარათია და ამიტომ მენეჯერზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ვიდრე ქალაქის მერია შესაფერის კადრს ეძებს, ახალციხელები ისტორიული კომპლექსის მმართველისთვის აუცილებელ თვისებებზე საუბრობენ.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მოვალეობის შემსრულებლის მუშაობით კმაყოფილნი არიან, თუმცა მენეჯერის პოსტზე კანდიდატურას მაინც ეძებენ. გარდა ამისა, მედიისთვის ცნობილი არ არის, აქვს თუ არა თვითმმართველ ორგანოს ახალციხის ციხის ადმინისტრაციის მიმართ რაიმე პრეტენზია, რადგან, გიორგი დიაკონაშვილის თქმით, აუდიტის დასკვნა ჯერ შედგენილი არ არის.