თვითმმართველობის სტატუსის გაუქმებამდე ახალციხეში 16 ააიპი და 4 შპს ფუნქციონირებდა. ქალაქისთვის სტატუსის გაუქმებამ ახალციხელები ახალი რეალობის წინაშე დააყენა. როგორია ხელისუფლების პრიორიტეტები და რას ითხოვს ოპოზიცია?
Your browser doesn’t support HTML5
ახალციხის მუნიციპალიტეტის თექვსმეტი ააიპ-იდან 12, ხოლო ოთხი შპს-დან 2 დარჩა. “ნაციონალურ მოძრაობაში” ფიქრობენ, რომ მმართველმა ძალამ ააიპ-ები თავის დროზე იმ თანაპარტიელების დასაქმებისთვის შექმნა, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
საკრებულოს დეპუტატებმა ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებული ააიპ-ების შემცირებისა და შპს-ების შერწყმის საკითხი განიხილეს. 16 ააიპ-იდან პირველ ეტაპზე 12 ააიპი დარჩა, ხოლო 4 შპს განახევრდა. შემცირების მთავარი მიზეზი მუნიციპალიტეტის თემისა და მერიის გაერთიანება იყო. არჩევნების შემდეგ დარჩენილმა მხოლოდ ერთმა საკრებულომ და მერიამ ააიპ-ებისა და შპს-ების შერწყმის საკითხზე უკვე იმსჯელა. ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის, განცხადებით, გაერთიანების გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტში ორი ერთნაირი ააიპ-ის ფუნქციონირების გამო მიიღეს.
საკრებულოს ოპოზიცია ააიპ-ების შემცირებას ეთანხმება, თუმცა მათი გაერთიანების ნაწილში განსხვავებული აზრი აქვს. ფრაქცია ,,ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გელა დემეტრაძე ფიქრობს, რომ ააიპ-ების ნაწილის შერწყმა არასწორად მოხდა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის თექვსმეტი ააიპ-იდან 12, ხოლო ოთხი შპს-დან 2 დარჩა. “ნაციონალურ მოძრაობაში” ფიქრობენ, რომ მმართველმა ძალამ ააიპ-ები თავის დროზე იმ თანაპარტიელების დასაქმებისთვის შექმნა, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი. ირაკლი ბარძიმაძე განსაკუთრებით ააიპ ,,ტბის“ მდგომარეობას აპროტესტებს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ახალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები და თანამშრომლები ჯერ შერჩეული არ არიან.