ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ახალციხეში პროდუქტზე ფასებმა იმატა. სავაჭრო ცენტრ „ალფა მარკეტის“ მოვაჭრეები ამბობენ, რომ სხვადასხვა სახის სურსათზე ფასი 30 პროცენტით გაიზარდა. მოსახლეობის ნაწილი საახალწლო სუფრისთვის პროდუქტის შეძენას ჩქარობს, ნაწილს კი პროდუქტის შესაძენად თანხა არ ჰყოფნის. ვინ არეგულირებს ფასებს პროდუქტზე და რამდენად გაზრდილია მყიდველთა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, ახალციხის ბაზარზე?
ახალციხის სავაჭრო ცენტრ „ალფა მარკეტში“ ბოლო დღეების განმავლობაში ხალხმრავლობაა. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად აქ როგორც მყიდველთა რაოდენობამ, ისე პროდუქტის ფასმა იმატა. მცირე მეწარმეები და სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოსული ფერმერები ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა, წინასაახალწლოდ სურსათზე ფასი დაახლოებით 30 პროცენტამდე გაიზარდა. მოვაჭრეები ირწმუნებიან, რომ სადღესასწაულოდ პროდუქტზე ფასების გაზრდა საგანგაშო არ არის, თუმცა ისინი მყიდველთა სიმცირეს მაინც უჩივიან.
მიუხედავად მცირე მეწარმეების მტკიცებისა, რომ პროდუქტზე ფასები საგანგაშოდ არ გაზრდილა, მყიდველთა უმეტესობა მაინც უკმაყოფილოა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ნაკლები შემოსავალი აქვთ და გაძვირებული პროდუქტის საყიდლად თანხები არ ჰყოფნით, მოსახლეობის ნაწილი კი ამბობს, რომ ფასები დღესასწაულის შესაბამისია.
ახალციხის „ალფა მარკეტის“ დირექტორი გვეუბნება, რომ როგორც სადღესასწაულოდ, ასევე წლის ნებისმიერ დროს საბაზრო ფასებს თავად მცირე მეწარმეები არეგულირებენ. გიორგი ნიჟარაძის თქმით, მოვაჭრეებს შორის ყველაზე დიდი კონკურენცია სწორედ წინასაახალწლოდ შეინიშნება.
„ალფა მარკეტის“ დირექტორი განმარტავს, რომ საახალწლო პერიოდში სურსათზე ფასების სტატისტიკას ადმინისტრაცია მხოლოდ 31 დეკემბერს აჯამებს და არკვევს, რა მდგომარეობა იყო ამ ხნის განმავლობაში. გიორგი ნიჟარაძემ პროდუქტის ფასების წლევანდელი სტატისტიკა ჯერ არ იცის, თუმცა ამბობს, რომ, გასულ წლებთან შედარებით, ვაჭრობა მნიშვნელოვნად შემცირებულია.