წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს – ასეთია ზოგადი შეფასება ახალციხეში. გარემო მხოლოდ იმის გამოა დაძაბული, რომ გამარჯვებული კანდიდატის პროგნოზირება ამ დრომდე ძნელია; ხალხმა არც ერთ პოლიტიკურ ძალას მანიპულირების საშუალება არ უნდა მისცეს – ეს ის ფრაზებია, რომელთაც ახალციხელები მედიასთან საუბრისას ყველაზე ხშირად იყენებენ. მოსახლეობისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაინც უმუშევრობის პრობლემის გადაჭრა რჩება.
წინასაარჩევნოდ არსებულ დარღვევებზე მესამე სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ. ძირითადი დარღვევა პოლიტიკოსთა სარეკლამო პლაკატების ჩამოხევაა, რაზეც ვმუშაობთ, – განმარტავს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანთა უფლებების საყოველთაო დეკლარაციისათვის“ რეგიონალური კოორდინატორი. დავით ბერიძე „თავისუფალი საზოგადოების“ მიერ გაკეთებულ არჩევანზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია შეფასებას საზოგადოებას არჩევნების შემდეგ გააცნობს.
კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც წინასაარჩევნო მონიტორინგს ატარებს, ,,ერთსულოვნება სამართლიანობისათვის“ არის. ცენტრალური ოფისის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მისთვის მხოლოდ პლაკატების ჩამოხევისა და ვახტანგ კოშაძის ცემის ფაქტია ცნობილი, თუმცა ქეთევან ხმალაძე განმარტავს, რომ გამოძიების შედეგად შეიძლება ვითარება შეიცვალოს და თავის დროზე პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერის ცემის ფაქტი არა პოლიტიკურ მოტივად, არამედ პირად შეურაცხყოფად დაკვალიფიცირდეს.
37–ე საოლქო საარჩევნო კომისიის ახალციხის თავმჯდომარე თეა გავაშელი საარჩევნო ოლქებთან ახლოს „ქართული ოცნების“ შტაბის განთავსებასა და ამ ორ შენობას შორის კომისიის წევრების მიმოსვლაზე ლაპარაკობს.
არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე ახალციხეში მნიშვნელოვან დარღვევებზე არავინ არაფერს ამბობს, თუმცა 27 ოქტომბრის შედეგებს ყველა მოუთმენლად ელოდება.