ტურისტულ ქალაქში სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრების უქონლობა ხელს უშლის ტურიზმის განვითარებას, ფიქრობენ ახალციხეში. მოსახლეობის აზრით, ქალაქში აუცილებლად უნდა ფუნქციონირებდეს ასეთი ცენტრები, რადგან გართობასა და ტურიზმთან ერთად ისინი ხელს უწყობს ახალგაზრდების მავნე ჩვევებისგან დაცვასაც.
სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი ახალციხეში 90-იან წლებამდე არსებობდა. ფეხბურთის ადგილობრივ ფედერაციაში ფიქრობენ, რომ ქვეყანამ ამ მიმართულებით სერიოზულად უნდა იმუშაოს. ფედერაციის პრეზიდენტი გელა მაისურაძე ამბობს, რომ სპორტული ცენტრები სახელმწიფოს დაქვემდებარებაში უნდა იყოს.
ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლების აზრით, სამცხეში უფრო მეტად საოჯახო ტურიზმი ვითარდება, რომელიც ქვეყნის ტურისტულ განვითარებას არ ნიშნავს. ახალციხეს ყურადღება და პატრონობა სჭირდება. საოჯახო ტურიზმის განვითარება კარგია, მაგრამ მის განვითარებას ხელი სახელმწიფომ უნდა შეუწყოს, – ამბობს ტურისტული სააგენტო ,,გეოტურისტის“ ხელმძღვანელი აშოტ ფადარაშვილი.
ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ პრობლემის შესახებ კარგად უწყიან, თუმცა მისი გადაჭრისთვის ჯერ დრო არ აქვთ. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ბლიაძე ამბობს, რომ არსებული პრობლემების მოგვარების შემდეგ ამ საკითხის გადაჭრაზეც იზრუნებენ.
სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, საცურაო აუზითა და სხვადასხვა სახის სავარჯიშოებით, ახალციხეში 5 წლის წინ გაკეთდა, თუმცა მფლობელების განმარტებით, არასაკმარისი მსურველებისა და დიდი დანახარჯების გამო მან მხოლოდ 2 წელი იარსება.