სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ცენტრალურმა ხელისუფლებამ ახალი ინიციატივა შეიმუშვა. კახეთის რეგიონში ზარალის დასათვლელად ამიერიდან სპეციალური კომისია იზრუნებს, რის შემდეგაც მოსახლეობა გარკვეულ კომპენსაციებს მიიღებს. იმუშავებს თუ არა აღნიშნული კომისია სამცხე-ჯავახეთში და საჭიროებს თუ არა დაზარალებული მოსახლეობა ამ ეტაპზე დახმარებას?
სტიქიით მიყენებული ზარალის აღრიცხვა კახეთში ცენტრალურმა ხელისუფლებამ ხელახლა დაიწყო. ამასთან დაკავშირებით რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის კომისია შეიქმნა. მისი მიზანია სტიქიით დაზარალებულებს დახმარება გაუწიოს, თუმცა მათ რიცხვს სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობა არ ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერმა სტიქიამ ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლები მნიშვნელოვნად დააზარალა, მთავრობაში რეგიონის დასახმარებლად რაიმე სახის ინიციატივა არ შესულა. ახალციხის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას საკითხის შესწავლის შემდეგ მიიღებს.
ივლისის თვეში მოსული სეტყვის შედეგად, სამცხე-ჯავახეთის დაზარალებულ სოფლებში სპეციალური კომისიები შეიქმნა. მათ ზარალი დაითვალეს და მონაცემები მუნიციპალიტეტების გამგეობებს გადასცეს. დაზარალებული მოსახლეობისათვის გარკვეული სახის დახმარება ადგილობრივმა თვითმმართველობებმა გამოყვეს, თუმცა აღნიშნულმა კომპენსაციამ მოსახლეობას ზარალის ოდენობა სრულად ვერ აუნაზღაურა. სამცხეში მიიჩნევენ, რომ მთავრობამ ყურადღება არა მარტო კახელებს, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობასაც უნდა მიაქციოს.
18 ივლისის სტიქიამ, განსხვავებული მასშტაბებით, ქვეყნის სამი რეგიონი დააზარალა. კახეთის, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობას ძლიერი სეტყვის შედეგად გაუნადგურდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაუზიანდა საცხოვრებელი სახლები, ჩაემსხვრა სახურავები და მინები, გაუნადგურდა პირუტყვის სადგომები, დაეხოცა შინაური ფრინველი. დაზარალებულ რეგიონს იმ დროისათვის ,,ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერები ესტუმრნენ. მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ მათ აღნიშნეს, რომ ამ რეგიონის დასახმარებლად პარლამენტში საკითხს დასვამდნენ. გიორგი თარგამაძე ჯერ კიდევ ივლისში ქვეყნის მაშინდელი ხელისუფლებისგან საქართველოს სამი რეგიონის დახმარებას მოითხოვდა.
სტიქიის შედეგად ზარალი ერთდროულად მოუვიდა ახალციხის მუნიციპალიტეტის 18, ასპინძის 5, ადიგენისა და ახალქალაქის რამდენიმე სოფელს. მოსახლეობის თქმით, სეტყვა იმდენად ძლიერი იყო, რომ ნარგავები მთლიანად გაუნადგურდათ, რის შედეგადაც მათ შემოდგომით მოსავალი არ მიუღიათ. როგორც სოფლის მეურნეობის დარგში ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დავით ბუცხრიკიძე აღნიშნავს, კახეთის რეგიონისგან განსხვავებით, სამცხე-ჯავახეთში ზარალის ხელახალი აღრიცხვა არ იგეგმება.
სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობა წელს სეტყვამ 4-ჯერ დააზარალა. მათ შორის 18 ივლისს მოსული ნალექი ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა. სტიქიის შემდეგ ცენტრალური ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაზარალებული კახეთის რეგიონს ხშირად სტუმრობდნენ, სამცხე–ჯავახეთის სოფლებში კი მოსახლეობა მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოინახულეს.