საქართველოს თვითმმართველობის ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო ბოლო პერიოდში ადგილობრივ თვითმმართველობაზე გახშირებულ ზეწოლის აქტებზე ლაპარაკობს. ასოციაციის გასვლითი სხდომა ახალციხეში 2 ნოემბერს გაიმართა. შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. მას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად ასოციაციის ხელმძღვანელობაც ესწრებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ თავმჯდომარეებმა პრესკონფერენცია გამართეს. ახალმა ხელისუფლებამ ადგილობრივ თვითმმართველობებთან უნდა ითანამშრომლოს, – აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი.
შეხვედრაზე საკრებულოს ხელმძღვანელებმა თვითმმართველობის მიმართ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს.
თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას მიესალმება და იმედოვნებს, რომ მთავრობაში მოსული ახალი ძალა არსებული
მიღწევების შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ასოციაციის სახელით მისი ხელმძღვანელი მამუკა აბულაძე შეშფოთებას გამოთქვამს თანამდებობის პირებზე განხორციელებული ძალადობის გამო. თვითმმართველობის საქმიანობის გაუმჯობესებისათვის ასოციაცია მზად არის ყველა ძალასთან ითანამშრომლოს, – აცხადებს მამუკა აბულაძე.
თვითმმართველობის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის დავით მელუას განმარტებით, მუნიციპალიტეტის გამგებელი, კანონით, ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეა. შესაბამისად, მისი დანიშვნის წესი საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონით და პრეზიდენტის ბრძანებით განისაზღვრება, რაც პოლიტიკური ნიშნით საჯარო მოსამსახურის დანიშვნას კრძალავს. დავით მელუას თქმით, ამ ეტაპზე ხელისუფლების მხრიდან თვითმმართველი ორგანოები ბლოკირებულია და ისინი თავიანთ უფლებამოსილებას ვერ ახორციელებენ.
ახალი ხელისუფლების მიერ თვითმმართველ ორგანოებზე ზეწოლის უკვე რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, – აცხადებენ ასოციაციაში. რაც შეეხება ცვლილებებს ადგილობრივ დონეზე, სამცხე–ჯავახეთში ამ ეტაპზე მხოლოდ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი შეიცვალა. კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა დავით კამკამიძემ ორი კვირაა, რაც ბორჯომის განვითარებაზე პასუხისმგებლობა იტვირთა.