პარლამენტმა ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადა​

გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას - „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის", რომლის მიხედვითაც, გიორგი კვირიკაშვილის მთავრობისა და კოალიცია „,ქართული ოცნების" მთავარი მიზანია ერთიანი, ძლიერი, კანონის უზენაესობაზე დამყარებული, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა. სამთავრობო პროგრამაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. პროგრამის მიხედვით, მთავრობა აპირებს მცირე ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას, რომლის ფარგლებშიც ინიციატივიან ახალგაზრდებს შეექმნებათ ხელსაყრელი პირობები ბიზნესის დასაწყებად.

Your browser doesn’t support HTML5

პარლამენტმა ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადა​