ახალი იდეა ნატოსკენ მიმავალ გზაზე
Your browser doesn’t support HTML5
8 თებერვალს თბილისში გაიმართა პრეზენტაცია „ჰერიტიჯის ფონდის“ დუგლას და სარა ელისონთა სახელობის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორ ლუკ კოფის მოხსენებისა - „ნატოს წევრობა საქართველოსთვის: აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში“. დოკუმენტის განხილვაში მონაწილეობდნენ: იან კელი, აშშ-ის ელჩი საქართველოში, მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, და ბათუ ქუთელია, „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტი.