აჭარის რეგიონში თვითნებურად შესახლებულების თემაზე სასაუბროდ რეგიონის ხელმძღვანელი მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, შესახლებულთა უმრავლესობას სახლ-კარი აქვს და ამის შესახებ ინფორმაცია სამთავრობო კომისიამ რაიონების გამგებლებზე დაყრდნობით გადაამოწმა. მიმდინარე კვირას თვითნებურად შესახლებულები საპროტესტო აქციებს მართავდნენ - ისინი სპეციალური კომისიის შექმნასა და თავშესაფრით დაკმაყოფილებას ითხოვენ.
Your browser doesn’t support HTML5