აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი მოწვევის უმაღლესმა საბჭომ ადგილობრივი მთავრობის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურა დაამტკიცა. დღეიდან ამ თანამდებობაზე მუშაობას შეუდგა 32 წლის არჩილ ხაბაძე, რომელიც მანამდე ბანკ ”ქართუს” აჭარის ფილიალს ხელმძღვანელობდა. მთავრობის ახალი თავმჯდომარე ხელისუფლების გადასაბარებლად უკვე შეხვდა თავის წინამორბედ ლევან ვარშალომიძეს.
Your browser doesn’t support HTML5