აჰმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა
Your browser doesn’t support HTML5
21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის მსვლელობისას ლიკვიდირებულ პირებს შორის ერთ-ერთი არის აჰმედ ჩატაევი. სუსის ინფორმაციით, ჩატაევმა თავი აიფეთქა. დაუდგენელია სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული კიდევ ორი პირის ვინაობა, დაკავებული პირი კი საედ დუდაევია. ჯერაც პასუხგაუცემელია შეკითხვები: რას გეგმავდა დანაშაულებრივი ჯგუფი, ჰყავს თუ არა მას მოკავშირეები და როგორ შემოაღწია საქართველოს ტერიტორიაზე აჰმედ ჩატაევმა - „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობაში ჩაბმულმა პირმა, რომელიც აშშ-ის მიერ ტერორისტთა სიაშია შეყვანილი.