აგვისტოს ომის მერვე წლისთავი

Your browser doesn’t support HTML5

8 აგვისტოს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს მთავრობამ და სხვა ორგანიზაციებმა პატივი მიაგეს ომში დაღუპულ მეომრებს. აქვე შეკრებილი იყვნენ დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებიც. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგად, საქართველოში 169 სამხედრო მოსამსახურე და 19 პოლიციელი დაიღუპა.