აგვისტოს ომის მე-8 წლისთავი გორში
Your browser doesn’t support HTML5
გორში აგვისტოს ომის მე-8 წლისთავის აღნიშვნა 7 აგვისტოს დაიწყო და 8-ში გაგრძელდა. შინდისის ბრძოლის გმირთა მემორიალთან ახალგაზრდები ჩავიდნენ და ადგილზე ყაყაჩოების აქცია გამართეს. არასამთავრობო ორგანიზაცია მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“ ამ დღეებში მშვიდობის კვირეულს მართავს. მთელი დღის განმავლობაში გმირთა მემორიალთან მოქალაქეები ყვავილებით მიდიოდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებდნენ, 7 აგვისტოს ღამით კი, სწორედ იმ დროს, როცა ომი დაიწყო, გორში აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალთან გორის მერიის ინიციატივით სანთლების აქცია მოეწყო, სანთლებით გამოსახეს წარწერა: „08.08.08“.