2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომიდან ხუთი წლისთავზე, მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე ომში დაღუპული ჯარისკაცების საფლავებთან ისევ გაისმა საქართველოს ჰიმნი, დაღუპულთა მემორიალს და მათ საფლავებს კი, ტრადიციულად, პატივი მიაგეს მათმა ახლობლებმა, ოჯახის წევრებმა, პოლიტიკოსებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. მუხათგვერდის საძმო სასაფლაოზე მივიდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც და პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც.
მუხათგვერდის საძმო სასაფლაოზე, უკვე მეხუთე წელია, ყოველ 8 აგვისტოს სურათი არ იცვლება - ომში დაღუპული გმირების საფლავებზე შავებში ჩაცმული მათი ოჯახის წევრები დგანან. ირგვლივ ბევრი ყვავილი და სანთელია, გარშემო საპატიო ყარაული და სამხედროები დგანან, ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი კი გვირგვინებით იფარება. ჭირისუფალთა ნაწილს თავის შვილზე, ძმასა თუ მეუღლეზე საუბარი ხუთი წლის შემდეგაც ისევე უჭირს, როგორც მათი გარდაცვალების პირველ დღეებში, ნაწილიც ძნელად, მაგრამ მაინც ახერხებს ილაპარაკოს მათ გმირობაზე, გაიხსენოს, რა განწყობით მიდიოდნენ ისინი ომში. რომელაშვილების ოჯახმა ომში ორი ვაჟი დაკარგა, გელა და გია. გიას საფლავი დღემდე არ ჩანს. გელას სიკვდილის ტრაგიკულ ამბავს მისი მეუღლე, ბაია დგებუაძე, იხსენებს:
„ ეს ამბავი ძალიან გვიან გავიგეთ, ექვსი თვის შემდეგ, როცა დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ გარდაცვლილი ჩემი მეუღლე იყო. თანაც დამწვარი იყო, ნაწილებიღა ჩამოასვენეს. გია კი, ჩემი მაზლი, ვერც ვიპოვეთ, ის დაკარგულად გამოცხადდა და მისი საფლავიც არ გვაქვს. მისი ტანკი ააფეთქეს, სავარაუდოდ, და ჩვენი ვერსიით, შიგნით ჩაიწვა. ორი წლის შემდეგ დაკარგულებს დაღუპულის სტატუსიც მისცეს“.
ძმები რომელაშვილები ცხინვალში დაიღუპნენ. თავადაც ცხინვალიდან დევნილები იყვნენ:
„7 და 9 წლისები იყვნენ, როცა ცხინვალიდან წამოვიდნენ და ეს ძალიან მწარედ ახსოვდათ. ჯარშიც მაგიტომ წავიდნენ, თავისი სამშობლოს დაბრუნება სურდათ და ისე მიდიოდნენ ამ ომშიც, რაღაცნაირი გამწყობით, ჩვენ თუ არა, ვინ უნდა დაიბრუნოს იქაურობაო... ვერც დაიბრუნეს და ვერც თვითონ დაბრუნდნენ. მძიმე ტვირთია მათი არყოფნა, მით უმეტეს, რომ ჩემი შვილი იზრდება და მეკითხება, სად არის მამაო. რაც შეეხება მთავრობის ყურადღებას, ვერ ვიტყვი, რომ არ გვაქცევენ, მაგრამ, ალბათ, მაინც ასეა, რომ უფრო მეტი გინდა, როცა ასეთ ტკივილს ატარებ“.
ზაზა ბირთველიშვილის მშობლები გორის რაიონის სოფელ ატენში ცხოვრობენ. აგვისტოს ომში მათი ორი ვაჟი იბრძოდა. ერთი, ვასილი, ცოცხალი დაბრუნდა, ზაზა კი გმირულად დაიღუპა. მათი დედა, ელიზა ბირთველიშვილი, მთავრობისგან მეტ ყურადღებას ითხოვს:
„გორის სატანკო ბატალიონში, პირველ ასეულში მუშაობდა, მძღოლი იყო # 406 ტანკის. ცოლ-შვილს დაემშვიდობა, რამდენიმე დღე შემაგვიანდებაო, დაიბარა, და წავიდა. მისი გარდაცვალების შემდეგ მისი მეუღლე დაასაქმეს. სამსახური აქვს, მაგრამ ჩვენ, მშობლებს, ყურადღება გვაკლია. მეორე შვილიც, რომელიც ასევე ომში იყო, არ მუშაობს და აი, ველოდები, რომ იქნებ ერთ დღეს ჩვენც მოგვხედონ“.
ზურაბ ნაჭყებია ბათუმის 25-ე ბრიგადაში მსახურობდა. დაიღუპა ცხინვალში. წელს, 8 აგვისტოს, მის საფლავთან, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, მისი და და ძმა დგანან. რევაზ ნაჭყებია ამბობს, რომ წლები გადის, ტკივილი კი არ იკლებს.
მუხათგვერდის სასაფლაოზე დილიდან არ წყდებოდა ავტომობილების კოლონა. გმირთა მემორიალი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გვირგვინით შეამკო და განაცხადა, რომ სწორედ ამ ომმა და მასში დაღუპულმა გმირებმა გადაარჩინეს საქართველო სახელმწიფოებრიობის დაკარგვას:
„ის, რაც 5 წლის წინ მოხდა, რაც ამ ბიჭებმა გააკეთეს, ძალიან ტრაგიკული, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან საამაყო მოვლენაა“.
ახალი მთავრობა მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე მოგვიანებით გამოჩნდა. პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი მემორიალთან ერთად მივიდნენ:
„მხედრული სული, რომელიც ასწლეულების და ათასწლეულების განმავლობაში იყო გამოკვეთილი თვისება ჩვენი სამხედროებისა, ჩვენი მომავლის გარანტიაც იქნება“, განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
„ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს“, ამ სიტყევბით გამოეხმაურა 8 აგვისტოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი:
„ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად სხვა პირობებში ხვდება ამ წლის რვა აგვისტოს. ჩვენ გადაწყვეტილი გაქვს და ამ გზას არ გადავუხვევთ, რომ ნებისმიერი ტიპის უთანხმოება და კონფლიქტი მოვაგვაროთ მშვიდობიანი გზით. ამაში ჩვენ გვაქვს ჩვენი ოსი ძმების იმედი. შეცდომები არც ერთმა მხარემ აღარ უნდა გავიმეოროთ და მე მჯერა, რომ ქართული მხარის პოზიცია, რომელიც ექვსპუნქტიან გეგმას მკაცრად იცავს, რუსეთიც ისწავლის ამ პუნქტების დაცვას“.
8 აგვისტოს მუხათგვერდის სასაფლაოზე მისული ახალი მთავრობის ყველა წევრი აცხადებდა, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, რომ საქართველოში ომი აღარ განმეორდეს.
მუხათგვერდის საძმო სასაფლაოზე, უკვე მეხუთე წელია, ყოველ 8 აგვისტოს სურათი არ იცვლება - ომში დაღუპული გმირების საფლავებზე შავებში ჩაცმული მათი ოჯახის წევრები დგანან. ირგვლივ ბევრი ყვავილი და სანთელია, გარშემო საპატიო ყარაული და სამხედროები დგანან, ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი კი გვირგვინებით იფარება. ჭირისუფალთა ნაწილს თავის შვილზე, ძმასა თუ მეუღლეზე საუბარი ხუთი წლის შემდეგაც ისევე უჭირს, როგორც მათი გარდაცვალების პირველ დღეებში, ნაწილიც ძნელად, მაგრამ მაინც ახერხებს ილაპარაკოს მათ გმირობაზე, გაიხსენოს, რა განწყობით მიდიოდნენ ისინი ომში. რომელაშვილების ოჯახმა ომში ორი ვაჟი დაკარგა, გელა და გია. გიას საფლავი დღემდე არ ჩანს. გელას სიკვდილის ტრაგიკულ ამბავს მისი მეუღლე, ბაია დგებუაძე, იხსენებს:
„ ეს ამბავი ძალიან გვიან გავიგეთ, ექვსი თვის შემდეგ, როცა დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ გარდაცვლილი ჩემი მეუღლე იყო. თანაც დამწვარი იყო, ნაწილებიღა ჩამოასვენეს. გია კი, ჩემი მაზლი, ვერც ვიპოვეთ, ის დაკარგულად გამოცხადდა და მისი საფლავიც არ გვაქვს. მისი ტანკი ააფეთქეს, სავარაუდოდ, და ჩვენი ვერსიით, შიგნით ჩაიწვა. ორი წლის შემდეგ დაკარგულებს დაღუპულის სტატუსიც მისცეს“.
ძმები რომელაშვილები ცხინვალში დაიღუპნენ. თავადაც ცხინვალიდან დევნილები იყვნენ:
მისი გარდაცვალების შემდეგ მისი მეუღლე დაასაქმეს. სამსახური აქვს, მაგრამ ჩვენ, მშობლებს, ყურადღება გვაკლია. მეორე შვილიც, რომელიც ასევე ომში იყო, არ მუშაობს...ელიზა ბირთველიშვილი