მუხთარლის თქმით, ის საქართველოს სპეცსამსახურებმა გადასცეს აზერბაიჯანს
Your browser doesn’t support HTML5
თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც ორშაბათს გაუჩინარდა, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ელჩინ სადიყოვმა განუცხადა რადიო თავისუფლებას. სადიყოვმა ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის რედაქციას.