ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უნწაში მოსახლეობა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაკეთებულ ობიექტებს იწუნებს. ადგილობრივები ყველაზე მწვავედ სასმელი და სარწყავი წყლის უქონლობას აპროტესტებენ. უნწაში ამბობენ, რომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა მათ ზამთარში აქვთ.
სოფლის რწმუნებულის განცხადებით, უნწას ბოლო სამი წლის განმავლობაში სასმელი წყალი საერთოდ არ მიეწოდებოდა. სისტემის გაუმართაობა, არასაკმარისი წყლის დებეტი და დაუსრულებელი სამუშაოები – ეს ის პრობლემებია, რაზეც უნწის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული საუბრობს.
კობა ენდელაძე განმარტავს, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გარდა არაერთ სოფელში, გამგეობის ინიციატივით, სხვადასხვა პრობლემა მოგვარდა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი აცხადებს, რომ პროექტების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, არცთუ მცირე ნაწილი კი ჯერ არც დაწყებულა. სიმონ პარუნაშვილის განმარტებით, დაახლოებით 40 პროექტი ტენდერის მეშვეობით დაიწყო.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების ძირითად ნაწილში სასმელი და სარწყავი წყალი ჯერ კიდევ პრობლემად რჩება. მოსახლეობა სოფლებიდან მიგრაციის მთავარ მიზეზად სწორედ წყალს ასახელებს.