ხმაური ადიგენში ორ ჯგუფად გაყოფილი „ქართული ოცნების“ წევრებისა და გამგებლობის კანდიდატების მხარდამჭერთა დაპირისპირებას მოჰყვა. კოალიციის წარმომადგენლები გამგებლის სამუშაო ოთახში შეიჭრნენ და მისი გადადგომა მოითხოვეს. ამასთან ერთად, აქტივისტებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტზე ერთ-ერთი კანდიდატურის განაცხადის გაუქმებაც სურთ. გამგებლობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ლობჟანიძის მხარდამჭერები გამგებელ სიმონ პარუნაშვილისგან იმ საინიციატივო ჯგუფის განცხადების წარდგენასაც მოითხოვენ, ვინც ადიგენის გამგებლის პოსტზე ინა კაპანაძის კანდიდატურის დანიშვნას ხელი მოაწერა. „ქართული ოცნების“ აქტივისტი ლია კაპანაძე გამგებლობის ერთ-ერთ კანდიდატს, ინა კაპანაძეს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებაში ადანაშაულებს.
ინა კაპანაძე აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ იგი ერთადერთი ადამიანია, ვინც საჯაროდ პირველმა გამოუცხადა ბიძინა ივანიშვილს და მის კოალიციას მხარდაჭერა. სწორედ ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა მისი გათავისუფლება ერთდროულად სამი სამსახურიდან - მათ შორის, ადიგენისა და ახალციხის რაიონული საავადმყოფოებიდან.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტზე ინა კაპანაძის კანდიდატურა რამდენიმე დღის წინ კულტურის სახლში სპეციალურ ყრილობაზე წარადგინეს. როგორც თავად ამბობს, ეს ხალხის სურვილი იყო და არა მისი. „ქართული ოცნების“ წევრთა ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ იგი კოალიციის წევრი იყო და წინა საარჩევნო პროცესებშიც აქტიურად მონაწილეობდა. ადიგენის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ აქციები გამგებლის გადადგომის მოთხოვნით გრძელდება. თავად გამგებელი სიმონ პარუნაშვილი აცხადებს, რომ პროცესი არასწორია.
თითქმის ერთი თვეა, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები გამგებლის გადადგომის მოთხოვნით აქციებს პერმანენტულად მართავენ. მათ აღნიშნულ პოსტზე საკუთარი კანდიდატურები უკვე წარადგინეს. მიუხედავად იმისა, რომ ვაკანსია არ არის გამოცხადებული და გამგებელიც საკუთარ პოსტს ინარჩუნებს, ამ დროისათვის განაცხადი უკვე ხუთმა კანდიდატმა შეიტანა.