ადამიანი და შესაძლებლობები
Your browser doesn’t support HTML5
რამდენი შეზღუდული შესაძლებლობის პირია საქართველოში? ამ კითხვაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს, მაგრამ სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, სახელმწიფო ამ კუთხით 123000-მდე პირზე გასცემს პენსიას. რაც შეეხება პირობებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ისევე როგორც არასამთავრობო სექტორის წამომადგენლები, აცხადებენ, რომ მათი უფლებები ყოველ ფეხის ნაბიჯზე ირღვევა. ხშირია საპროტესტო გამოსვლები, რის მეშვეობითაც შშმ პირები სახელმწიფოსგან ყურადღების მიქცევას ითხოვენ.