მაღალმთიან აჭარაში, რომელსაც დიდთოვლობით გამოწვეული ავარიების გამო ელექტროენერგია ორ კვირაზე მეტხანს არ მიეწოდებოდა, ენერგომომარაგება ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე აღდგა. ადგილობრივი მოსახლეობა სადღესასწაულო დღეების გამო თადარიგს იჭერს და ბათუმიდან პროდუქტი მიაქვს. საახალწლოდ სახლებში ბრუნდებიან მაღალმთიანი აჭარის ის მცხოვრებნიც, რომლებიც ბათუმში, ან თურქეთში მუშაობენ. მათთან ერთად ბათუმიდან ხულომდე იმგზავრა რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა ნატა იმედაიშვლმა.
Your browser doesn’t support HTML5