ამ - პრაქტიკულად უნიკალური - ჩანაწერით შემთხვევით არ დაგვიწყია დღევანდელი ,,ბიბლიოთეკა“. ქალბატონი მაია სახოკია, რომელიც ძველი და საშუალო სპარსული ენების მსოფლიოში აღიარებული ქართველი სპეციალისტია, თავაზიანად დაგვთანხმდა დედანში წაეკითხა ერთი ფრაგმენტი ბეჰისთუნის მთის ძველი სპარსული წარწერებიდან, რომელიც მან ქართულად უკვე სრულად თარგმნა და გასულ წელს წიგნადაც დაისტამბა.
თარგმანი ფილოლოგიურ პწკარედს წარმოადგენს, ზომიერად პოეტიზებულია და ალაგ-ალაგ შენარჩუნებული აქვს რითმის ელემენტები, რაც ქართულად დიდ ესთეტიკურ შთაბეჭდილებას ტოვებს და მკითხველი ძალდაუტანებლად გადაჰყავს აქემენიანთა ირანის თითქმის მითურ და ზღაპრულ სამყაროში.
დაახლოებით 2 500 წლის წინათ დღევანდელი ირანის ტერიტორიაზე წარმოიშვა მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდი და ძლევამოსილი იმპერია, რომელსაც სათავეში ჩაუდგნენ აქემენიანები. ამ დინასტიამ გააერთიანა ძველი სპარსული ტომები და საფუძველი დაუდო მათ ბატონობას მთელ წინა აზიაში. დინასტიის ფაქტობრივ დამაარსებლად ითვლება კიროს მეორე დიდი (558-530 ჩვ. წ. აღ.-მდე), რომელმაც დაიპყრო მიდია, ლიდია, მცირე აზიის ბერძნული პოლისები, შუა აზიის მნიშვნელოვანი ნაწილი, ბაბილონი და ასურეთის ყველა პროვინცია. მისმა ძემ კი, ქამბიზმა, დაიმორჩილა ეგვიპტე. ქამბიზის სიკვდილის შემდგომ იმპერია თითქმის დაიშალა და მხოლოდ დარიოს პირველის მიერ განხორციელებულმა რეფორმებმა შეუნარჩუნა მას სიმტკიცე. აქემენიანთა ირანში გავრცელდა ზოროასტრიზმი, აჰურამაზდას კულტი, რომელსაც ძველი ირანელები ტახტზე მჯდომი ადამიანის მსგავსი ფრთოსანი არსების სახით გამოსახავდნენ.
აქემენიანთა იმპერიის ძლევამოსილებასა და დიდებულებას ყველაზე საუკეთესოდ გამოხატავდა მათი მთავარი ქალაქი პერსეპოლისი, ანუ ,,სპარსთა ქალაქი“, რომელსაც თვითონ სპარსელები "თახთ-ე ჯამშიდს“, ანუ ირანის მითიური მეფის - ჯემშიდის - ტახტს უწოდებენ.
პერსეპოლისი არის აქემენიანთა ირანის უმთავრესი ხუროთმოძღვრული ძეგლი, რომელიც შირაზის ჩრდილო-აღმოსავლეთით 56 კილომეტრში მდებარეობს. თახთ-ე ჯამშიდის მშენებლობა დარიოს პირველის დროს დაიწყო, ქსერქსეს ხანაში გაგრძელდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ართაქსერქსე პირველმა დაასრულა ასსვეტიანი სასახლის მშენებლობა, ქალაქი პრაქტიკულად მზად იყო გამოსაყენებლად.
როგორც ცნობილია, ძველი სპარსული ენა შემონახულია იმ წარწერებით, რომლებიც აქემენიანთა მეფეებს დარიოსსა (522-486 ძვ. წ. აღ-ით) და ქსერქსეს (486-466) მიეკუთვნება. წარწერების ენა იმ დიალექტის ნიმუშია, რომელზეც სამეფო კარი და ხსენებული მეფეები მეტყველებდნენ. ყველაზე ვრცელი წარწერა შემორჩენილია ქერმანშაჰრის მახლობლად, ბეჰისთუნის კლდეზე. წარწერები გვხვდება ასევე პერსეპოლისსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე.
ძველი ირანული წარწერების მთელი ეს კორპუსი სრულად ან ნაწილობრივ მსოფლიოს თითქმის ყველა კულტურული ერის ენაზეა თარგმნილი.
საქართველოში ამ წარწერათა თარგმანის ტრადიცია უკავშირდება პროფესორ მზია ანდრონიკაშვილის სახელს, რომელმაც თავის დროზე დედნიდან თარგმნა და დასტამბა რამდენიმე წარწერა. თითქმის ამავე პერიოდში, მაგრამ მზია ანდრონიკაშვილისაგან დამოუკიდებლად, მოჰკიდა ხელი თარგმანს მისმა მოწაფემ, ახლა კი უკვე პროფესორმა, მაია სახოკიამ, რომელსაც ეს წარწერები თავდაპირველად ლინგვისტური თვალსაზრისით აინტერესებდა. მან, პროფესორ მაგალი თოდუასა და პროფესორ მზია ანდრონიკაშვილის შეგულიანებით, თავისი თარგმანი - "დარიოს დიდის წარწერა“ - მოგვიანებით დასტამბა კრებულ არმაღანში, რომელიც მაგალი თოდუას ინიციატივით გამოიცემოდა და აღმოსავლეთის სხვადასხვა ხალხის ლიტერატურის ქართულ თარგმანთა ცალკეულ ნიმუშებს აერთიანებდა.
თავისი მეცნიერული და ლიტერატურული ინტერესების შესახებ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თვითონ მაია სახოკიამ აღნიშნა:
"ეს იყო ფაქტობრივად ჩემი პირველი თარგმანები - აი, ეს დარიოსის დიდი წარწერა, მაგრამ როგორ ვთარგმნიდი, იცით, სიამოვნებით, აი, ცალ ფეხზე ხტომით, როგორც მერე მეუბნებოდნენ ახლობლები, ასკინკილათი დადიოდი ოთახშიო. ხმამაღლა ვკითხულობდი ძველ სპარსულს და ვცდილობდი, რომ ეს ჟღერადობა გადმომეცა ქართულში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ქართული ვარიანტებით. თვითონ ძველი სპარსული წარწერების კითხვა ძალიან მიყვარდა, ეს მიტაცებდა, ეს ჟღერადობა ძველი ინდოეევროპული ენის, სადაც მახვილი ბილოდან მეორე ან მესამე მარცვალზეა - არა ისე, როგორც ახალსპარსულში - და ახლოს არის ლათინურთან, ლიტვურთან, ბერძნულთან თავისი აქცენტუაციით“.
მაია სახოკიას თარგმანი გამოირჩევა სტილისტური უბრალოებით, მაგრამ ისეთი ლექსიკური სიმდიდრითაც, რომ მკითხველი მონუსხული რჩება ქართული ენის არაჩვეულებრივი შესაძლებლობებით. რაც მთავარია, ლინგვისტი მთარგმნელი ქართულ-ირანულ ენათა ურთიერთობის მთელ სინქრონულ და დიაქრონულ ჭრილს ითვალისწინებს და ამ თვალსაზრისით საქმე გვაქვს სრულიად გამორჩეულ მოვლენასთან.
როგორც ცნობილია, ქართულ და ირანულ ენებს ისტორიულ-კულტურული ურთიერთშეხება უძველესი ხანიდან უწევდათ და ამის გამო ქართულში უამრავი ტერმინი, მრავალი ლექსიკური ელემენტი შემოვიდა აღნიშნული ენებიდან. ხშირად კი სესხება ისეთ ადრეულ ეტაპზევე მოხდა, რომ დღევანდელ ქართველს დაჯერებაც კი გაუჭირდება, თუ ესა თუ ის ძირძველი სიტყვა - თავის დროზე ირანული, უფრო სწორად, ძველი და საშუალო სპარსულიდან ნასესხები - ქართული წარმომავლობისა არ არის.
სამაგიეროდ, მთელი ეს ლინგვისტური სინქორინულ-დიაქრონული ჭრილი ბრწყინვალედ იცის ენათმეცნიერმა მაია სახოკიამ, რომლის მეცნიერულ ცოდნასაც პოეტი მაია სახოკია მარჯვედ და სათავისოდ "იყენებს”. თარგმანის ამ დონეზე კი იბადება ნამდვილი პოეზია, რომლის სუნთქვაც ყოფაში შეიძლება მხოლოდ პერსეპოლისის სვეტებთან მდგარმა ადამიანმა შეიგრძნოს.
თუ პოეტურობის საზომად ემოციურობის ამ საწყისს ავიღებთ, რასაკვირველია, ეს თარგმანები მაღალი სინჯის პოეზიაა, თუმცა ეს სრულებითაც არ გულისხმობს მათ მაგისტრალურ აცდენას დედნის აზრობრივი მდინარებიდან.
პირიქით, აქ ფრაზათა ეკონომიური დამუხტულობა განაპირობებს მათ აზრობრივ სიზუსტეს, სადაც აზრი ემოციას ექვემდებარება და ემოცია - აზრს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანისტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ფატი ანთაძე-მალაშხია რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აღნიშნავს:
"პროფესორ მაია სახოკიას მიერ თარგმნილი აქემენიანური ძეგლები უმნიშვნელოვანესი შენაძენია ქართველი მკითხველისათვის და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი და აგურია მრავალსაუკუნოვანი ირანულ-ქართული ურთიერთობების განსამტკიცებლად. თარგმანი შესრულებულია მაღალი კლასის პროფესიონალის მიერ. ქალბატონი მაია გახლავთ ყველაზე ციტირებადი ქართველი მკვლევარი ირანულ ენათმეცნიერებაში. პირადად მე მქონდა პატივი ვყოფილიყავი მისი რეცენზენტი, ოპონენტი და მინდა გითხრათ, რომ მისი სამეცნიერო ნაშრომები მკითხველს, რეცენზენტს, ოპონენტს ანიჭებს ზუსტად ისეთივე სიამოვნებას, როგორც მისი შესანიშნავი თარგმანი. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სრული სახით ქვეყნდება აქემენიანური წარწერების მთელი კორპუსი ქართულ ენაზე და ჩემთვის მეტად საგულისხმოა ის გარემოება, რომ ქალბატონმა მაიამ ეს თარგმანი მიუძღვნა ჩვენი მასწავლებლის, ბრწყინვალე ქართველი ინდოირანისტის აკადემიკოს მზია ანდრონიკაშვილის ხსოვნას და მგონია, რომ მისი სული ხარობს. ყველას წინდაწინ ვულოცავ ამ თარგმანის წაკითხვას, გაცნობას მასთან და მაქვს ერთი სურვილი. ქალბატონმა მაიამ აღნიშნა, რომ ეს არის სამეცნიერო-პოპულარული ტიპის თარგმანი. ვისურვებდი, რომ მალე გვქონოდეს მეორე გამოცემა, ნამდვილი სამეცნიერო სახით, რომ ეს გამოსულიყო პარალელური ტექსტების სახით, ორიგინალის ენასთან ერთად, შესაბამისი კომენტირებით, რადგანაც ეს იქნებოდა უდიდესი წვლილი, შეტანილი უკვე ქართულ ირანისტიკაში”.
ცხადია, აქ ლაპარაკია თარგმანისადმი ორი, აბსოლუტურად სხვადასხვაგვარი მიდგომის შესახებ, თორემ მაია სახოკიას ეს თარგმანი, რომელიც საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის კულტურული წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით დაისტამბა, უნიკალურია თავის ჟანრში და ვფიქრობ, მკითხველს, სიამოვნების განცდის გარდა, მისი წაკითხვა დიდ ინფორმაციას მისცემს აქემენიანთა ირანის ყოფა-ცხოვრების, მათი ესთეტიკურ-კულტურული თუ სამართლებრივი ღირებულებების თაობაზე, მით უფრო, რომ წინამდებარე თარგმანიც აღჭურვილია სათანადო სამეცნიერო კომენტარით, რაც საშუალებას გვაძლევს, ინფორმაცია როგორც ემოციურ, ასევე ინტელექტუალურ დონეზე მივიღოთ.
თარგმანი ფილოლოგიურ პწკარედს წარმოადგენს, ზომიერად პოეტიზებულია და ალაგ-ალაგ შენარჩუნებული აქვს რითმის ელემენტები, რაც ქართულად დიდ ესთეტიკურ შთაბეჭდილებას ტოვებს და მკითხველი ძალდაუტანებლად გადაჰყავს აქემენიანთა ირანის თითქმის მითურ და ზღაპრულ სამყაროში.
დაახლოებით 2 500 წლის წინათ დღევანდელი ირანის ტერიტორიაზე წარმოიშვა მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდი და ძლევამოსილი იმპერია, რომელსაც სათავეში ჩაუდგნენ აქემენიანები. ამ დინასტიამ გააერთიანა ძველი სპარსული ტომები და საფუძველი დაუდო მათ ბატონობას მთელ წინა აზიაში. დინასტიის ფაქტობრივ დამაარსებლად ითვლება კიროს მეორე დიდი (558-530 ჩვ. წ. აღ.-მდე), რომელმაც დაიპყრო მიდია, ლიდია, მცირე აზიის ბერძნული პოლისები, შუა აზიის მნიშვნელოვანი ნაწილი, ბაბილონი და ასურეთის ყველა პროვინცია. მისმა ძემ კი, ქამბიზმა, დაიმორჩილა ეგვიპტე. ქამბიზის სიკვდილის შემდგომ იმპერია თითქმის დაიშალა და მხოლოდ დარიოს პირველის მიერ განხორციელებულმა რეფორმებმა შეუნარჩუნა მას სიმტკიცე. აქემენიანთა ირანში გავრცელდა ზოროასტრიზმი, აჰურამაზდას კულტი, რომელსაც ძველი ირანელები ტახტზე მჯდომი ადამიანის მსგავსი ფრთოსანი არსების სახით გამოსახავდნენ.
თარგმანი შესრულებულია მაღალი კლასის პროფესიონალის მიერ. ქალბატონი მაია გახლავთ ყველაზე ციტირებადი ქართველი მკვლევარი ირანულ ენათმეცნიერებაში...ფატი ანთაძე-მალაშხია