„აბრეშუმის გზა“, როგორც აზიასა და ევროპას შორის პოლიტიკური, კულტურული და, ცხადია, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მნიშვნელოვანი საყრდენი; „აბრეშუმის გზა“, როგორც შანსი საქართველოსთვის იქცეს რეგიონის ძალიან მნიშვნელოვან მოთამაშედ - თბილისი მასპინძლობს „აბრეშუმის გზის“ ორდღიან ფორუმს, რომელიც 28 ნოემბერს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიხსნა. ფორუმში მონაწილეობენ ათობით ქვეყნის ათასობით წარმომადგენელი. რა გეგმები აქვს საქართველოს და რით უნდა მიიპყროს ქვეყანამ ევროპისა და აზიის მაქსიმალური ყურადღება? სიუჟეტის ავტორები: ლელა კუნჭულია, თეა თოფურია.