აბასთუმნის ობსერვატორიის სასტუმრო - ავეჯის გარეშე, დაზიანებული შენობები, დაკლებული ხელფასები და გათავისუფლებული თანამშრომლები. აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში პრობლემები გრძელდება.
აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმრო ამ დროისათვის ცარიელია. შენობიდან, რომელიც ახლო წარსულში სამეცნიერო კონფერენციებს მასპინძლობდა, ავეჯი გატანილია. სასტუმროში მხოლოდ საკონფერენციო დარბაზი ფუნქციონირებს, თუმცა აქ შეხვედრების ჩატარების მსურველებმა ღამის გასათევი და სასადილო ადგილი სხვაგან უნდა მოძებნონ. სასტუმროს ყოფილი ადმინისტრატორი აცხადებს, რომ ავეჯი, რომელიც შენობაში იყო განთავსებული, ილიას უნივერსიტეტს ეკუთვნოდა და მისი განკარგვის სრული უფლება ჰქონდა. თამაზ ბარბლიშვილის განმარტებით, სასტუმრო მას შემდეგ დაიცალა, რაც გაირკვა, რომ ილიას უნივერსიტეტს სასტუმროს მართვის უფლება ჩამოერთვა.
აღნიშნული სასტუმრო აბასთუმანში 2009 წლიდან ფუნქციონირებს. ეკონომიკის სამინისტროს 2013 წლის გადაწყვეტილებით, საგანმანათლებლო ორგანიზაციას ბიზნესის წარმოება ეკრძალება, რის გამოც სასტუმრო ილიას უნივერსიტეტს აღარ ექვემდებარება. მისი დახურვის შემდეგ მომსახურე პერსონალი სამსახურის გარეშე დარჩა. ობსერვატორიის თანამშრომლები აცხადებენ, რომ თანამდებობებზე დარჩენილებმა ნაკლები ანაზღაურება მიიღეს. გარდა ამისა, მეცნიერ-თანამშრომლები მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნაგებობების მდგომარეობაზეც საუბრობენ. მათი თქმით, სადაც ევგენი ხარაძისა და მისი მოადგილის კაბინეტები იყო განთავსებული, ავარიულია. დღითი დღე ზიანდება ტელესკოპები და სხვა შენობები, აცხადებს აბასთუმნის ობსერვატორიის თანამშრომელი ელდარ გოდერიძე.
აბასთუმნის ობსერვატორია ილიას უნივერსიტეტს 2007 წელს შეუერთდა. უნივერსიტეტისთვის გადაცემამდე ობსერვატორიის მუზეუმის რეაბილიტაციისთვის საქველმოქმედო ფონდმა ,,ქართუმ“ 10 000 დოლარი გამოყო. თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ აღნიშნული თანხით მნიშვნელოვანი არაფერი გაკეთებულა, ამიტომ ახალმა ადმინისტრაციამ, „უსაიდის“ დაფინანსებით, შენობას ხელახალი რეაბილიტაცია ჩაუტარა. გარდა ამისა, დირექციის მოწვევით, ობსერვატორიის ტერიტორიაზე არსებული შენობები ჩეხმა სპეციალისტებმა შეისწავლეს. მათ მიერ დადებული დასკვნის მიხედვით, ნაგებობების რესტავრირებისათვის, დაახლოებით, 220 ათასი ლარია საჭირო, მაგრამ აღნიშნული თანხა ვერ გამოიძებნა. ობსერვატორიის თანამშრომელი მარინა ურუშაძე ამბობს, რომ ილიას უნივერსიტეტი შენობების ეტაპობრივ რეაბილიტაციას გეგმავდა.
აბასთუმნის ობსერვატორიის ილიას უნივერსიტეტისთვის გადაცემის დადებით მხარეებზე საუბრობს ასტროფიზიკის დოქტორი. ბიძინა კაპანაძის თქმით, ახალგაზრდა მეცნიერებს, რომლებსაც ადრე განვითარებისა და წინსვლის არანაირი შანსი არ ჰქონდათ, მეტი გასაქანი მიეცათ - ისინი ამ დროისათვის საერთაშორისო ნაშრომებს ქმნიან და საზღვარგარეთის გამოცემებში ბეჭდავენ.
ობსერვატორია აბასთუმანში 1932 წელს პროფესორმა ევგენი ხარაძემ დააარსა. იგი პირველი ასტროფიზიკური ობსერვატორიაა ყოფილ საბჭოთა კავშირში. ევგენი ხარაძე მას 1992 წლამდე ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში აქ არაერთი აღმოჩენა გაკეთდა. 1942 წელს ქაართველმა ასტრონომმა გიორგი თევზაძემ მანამდე უცნობი 2 ახალი კუდიანი კომეტა შეისწავლა. იგი პირველ ასტრონომიული აღმოჩენა იყო, რომელიც ქართველ მეცნიერს ეკუთვნოდა.