პალესტინელმა პოლიციელმა ისრაელი მორწმუნე მოკლა

ერთი ისარელი დაიღუპა და სულ მცირე ოთხი დაიჭრა პალესტინელი პოლიციელის მიერ ატეხილი სროლის შედაგად. ინცინდენტი მოხდა დღეს, როდესაც ისრაელ მორწმუნეთა ჯგუფი პალესტინის კონტროლირებად მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე არასებულ ბიბლიურ ტაძარში მისვლას აპირებდა. ისრაელის სამხედრო უწყების ინფორმაციით, დაღუპულები განეკუთვნებიან ულტრა-ორთოდოქს ებრალეთა ჯგუფს, რომლებიც ქალაქ ნაბლუსში იოსების სასაფლაოს მოლოცვას საგანგებო ნებართვის გარეშე აპირებდნენ. ნაბლუსის ხელისუფლების განცხადებით პალესტინის უსაფრთხოების ძალებმა თავდაპირველად გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინეს.