”უზენაესი სასამართლოს 2010 წლის სტატისტიკა აჩვენებს, რომ გასულ წელს გასამართლებული 20,196 პირიდან, რვამ მიიღო გამამართლებელი განაჩენი სისხლის სამართლის სასამართლოებში, ხოლო საქმეების 98,7 პროცენტი ბრალდებულების დამნაშავედ აღიარებით და სასჯელის გამოტანით დასრულდა”, - ვკითხულობთ დღევანდელი „რეზონანსის“ ერთ-ერთ სტატიაში, რომელიც სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობას ეხება. სტატიის მიხედვით, ამ მხრივ 2010 წელს მდგომარეობა გაუარესებულია, რადგან, უზენაესი სასამართლოს სტატისტიკით, 2010 წელს გამართლებული მხოლოდ საქმეთა 0,004 პროცენტი იყო. 2009-ში ეს მაჩვენებელი 0,1, ანუ უფრო მაღალი პროცენტი ყოფილა. სტატიაში საუბარია წინსვლაზე სისტემაში კორუფციის მხრივ, თუმცა აღნიშნულია, რომ: ”პრობლემები რჩება, რაც ძირითადად უკავშირდება ძველ ტრადიციას, რომლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი პროკურორისა და ელიტების სასარგებლოდ გამოაქვს.”
„რეზონანსი“ აქვეყნებს ინტერვიუს პროფესორ კახაბერ ჯაყელთან, რომელიც უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს ეხება. ჯაყელი საინტერესო თეზისს ავითარებს უნივერსიტეტის მაგალითზე. იგი ამბობს, რომ უნივერსიტეტში თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები სისტემიდან ირიყებიან და, სანაცვლოდ, სისტემაში ბიუროკრატიასთან ადვილად ადაპტირებადი არათავისუფლად მოაზროვნე ადამიანები შეჰყავთ. ამ ადამიანების პრინციპი, ჯაყელის თქმით, არის: ”მოპოვებული შევინარჩუნოთ და არ ვიფიქროთ.” ჯაყელი ამბობს, რომ აუცილებელია მდგომარეობა ასოთხმოცი გრადუსით შემოტრიალდეს:
”როდესაც საგანმანათლებლო სასწავლებელში, თანაც დიდ სასწავლებელში, ყველას აქვს შიში თუნდაც განათლების სამინისტროსი და ზოგადად ბიუროკრატიული პრესინგის, ჩვენ ვერ მივიღებთ წარმატებულ, თავისუფალ, პლურალურ საზოგადოებას. შესაბამისად, ქართულ საზოგადოებას კვლავ მოუწევს დიდი გზის გავლა გაჯანსაღებისკენ, იაზროვნოს და ნაკლებად იყოს დამოკიდებული დასავლური თუ აღმოსავლური მოაზროვნეების მიერ ნაჩუქარ თავისუფლებაზე.”
ნაწილობრივ თავისუფალ და უხარისხო ინტერნეტზეც წერს „რეზონანსი“, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგზე, რომლის მიხედვითაც, საქართველო 138 ქვეყანას შორის 98-ე ადგილს იკავებს. ერთ-ერთ მიზეზად პრობლემისა სტატიაში დასახელებულია მონოპოლიური მდგომარეობა ბაზარზე: სულ ორ დიდ კომპანიას უპყრია ხელთ ბერკეტები, რომლითაც შეუძლი აკონტროლოს ინტერნეტი საქართველოშიო. სტატიაში საუბარია ასევე მდგომარეობაზე რეგიონებში, სადაც ინტერნეტი საერთოდ არ არის. კიდევ ერთი ფაქტორი, რაზეც სტატიაშია ლაპარაკი, არის უსაფრთხოების მექანიზმები, რომლებიც, რესპონდენტების აზრით, არ არსებობს და ხდება ისეც, რომ ტექნიკური პრობლემების გამო მომხმარებელთა მიერ კონტენტის წვდომა იზღუდება. მაგალითად, ინტერნეტ ”ნეტ-გაზეთის” რედაქტორი ამბობს, იყო შემთხვევები, როცა გაზეთს ჰქონდა კრიტიკული მასალა და მას ინტერნეტ ტექნიკური პრობლემები შეექმნა, რაც აიხსნა როგორც ტექნიკური პრობლემებიო. ასეა თუ ისე, სტატიაში რესპონდენტები ლაპარაკობენ მეტი გარანტიების საჭიროებაზე მომხმარებელთა დასაცავად.
სააღდგომო სამზადისზე წერს „რეზონანსი“. სტატიაში ნათქვამია, ფასები სააღდგომოდ, ისევე როგორც სხვა დღესასწაულებზე, საქართველოში მატულობს, მაშინ როცა დასავლურ ქვეყნებში დღესასწაულებზე ძირითადად პირიქით ხდება - ფასები დაბლა მიდისო. ამის ერთ-ერთი მიზეზი, სტატიის მიხედვით, მენტალური ხასიათისაა: მოვაჭრეები სარგებლობენ იმით, რომ დღესასწაულზე ადამიანი, ფასის მიუხედავად, მაინც იყიდის პროდუქტს და ამიტომ არ ერიდებიან ფასის აწევას…სტატიაში საუბარია იმ ადამიანებზე, ვინც უსახსრობის გამო სააღდგომო სამზადისში ვერ ებმება, მაგრამ მაინც ახერხებს რაღაცას ლომბარდის მეშვეობით.
„ახალ თაობაში“ „ქართულ პარტიას“ სააკაშვილის რეჟიმის ჯოჯოებისთვის განაჩენი გამოაქვს. გაზეთი აქვეყნებს გოგა ხაინდრავასთან ინტერვიუს, სადაც ის საუბრობს „ქართული პარტიის“ ლიდერების შეხვედრაზე პარიზში. გაზეთის წინა გვერდზე გამოტანილია ციტატა ამ ინტერვიიუდან: ”გიორგი თარგამაძე იმიტირებული დემოკრატია.”
მეორე ოპოზიციური ფლანგიდან ირაკლი ალასანია საზოგადოებას აფრთხილებს ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციებზე და რუსული კვალის ძიების მცდელობებზე ოპოზიციაში. ამაზე გია ცაგარეიშვილი საუბრობს დღევანდელ „რეზონანსთან“.
22 აპრილს „რეზონანსი“ წერს საერთაშორისო კვლევითი ცენტრის - „გელაპის“ - გამოკითხვის შედეგებზე, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოსახლეობის 66 პროცენტს არსებობისთვის ბრძოლა უწევს, მოსახლეობის 24 პროცენტი კი თავს ცხოვრებისგან დატანჯულად თვლის.
მეცნიერების დაფინანსების და ზოგადად ამ სფეროს პრობლემებზე „რეზონანსს“ ესაუბრება ქიმიკოსი მეცნიერი თამაზ მარსაგიშვილი. საინტერესო ინტერვიუში დეტალურად არის აღწერილი ის შეცდომები, რაც სისტემამ სიჩქარის გამო დაუშვა. მარსაგიშვილი ფიქრობს, რომ მეცნიერებათა აკადემიის დაშლა შეცდომა იყო, რადგან ამ ინსტიტუტს ჰქონდა ბერკეტი სწრაფად მოეხდინა რეაგირება არაპროგნოზირებად სამეცნიერო დარგებში გასატარებელ ინსტიტუციურ ცვლილებებზე. მარსაგიშვილის აზრით, დღეს ინსტიტუტებს, სადაც გადანაწილდა მეცნიერებათა აკადემიის სტრუქტურა, ამის რესურსი და ცოდნა არა აქვთ. ზოგადად, მეცნიერების დაფინანსება, მარსაგიშვილის თქმით, მთლიანი შიდა პროდუქტის 0,3 პროცენტია, მაშინ როცა, ევროპული მოთხოვნით, ის სამი პროცენტი უნდა იყოს. როგორც მარსაგიშვილი ამბობს, არსებობს სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, თუ ქვეყანა მეცნიერებაში მშპ-ის ერთ პროცენტზე ნაკლებს დებს, მეცნიერებიდან ის რაიმე ეკონომიკურ ან სხვა სარგებელს არ უნდა ელოდეს.
დაბოლოს, სააარჩევნო გარემო. ხელისუფლება და ოპოზიციური „რვიანი“ შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებათა მაგიდას აღდგომის შემდეგ დაუბრუნდებიან. მხარეები პროცესის ჩაშლას კვლავინდებურად ერთმანეთს აბრალებენ, თუმცა ორივე მხარეს არის საუბარი მოლაპარაკებისათვის მზაობაზე. ამ ფონზე საინტერესოა აქცენტი, რომელსაც „ახალ თაობაში“ 21 აპრილს სოსო ცისკარიშვილი სვამს. ცისკარიშვილი ვარაუდობს, რომ, ბოლო ხანებში გამოკვეთილი ტენდენციებით, დასავლეთი და ამერიკის შეერთებული შტატები მხარს ხალხს უჭერენ და არა სისტემას, ეს ობამას ცარიელი სიტყვები არ გამოდგაო, ამბობს ცისკარიშვილი. ჩვენს შემთხვევაში კი ეს ნიშნავს, რომ დასავლეთი მოლაპარაკებათა პროცესს უჭერს მხარს, რადგან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, პირველ რიგში, მოქალაქეთა ინტერესებში შედის და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესებში. ამ ლოგიკით ცისკარიშვილი ვარაუდობს, რომ ხელისუფლებას ძალიანაც რომ არ უნდოდეს, მოუწევს მაგიდასთან დაჯდომა, რადგან ამ თამაშში სხვა გზა ყოველმხრივ იზოლაციაში დარჩენაა.