იემენის რამდენიმე ქალაქში პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის მოწინააღმდეგეები და მომხრეები შეიკრიბნენ მეჩეთებში პარასკევის ლოცვის დასრულების შემდეგ. იანვრიდან მოყოლებული, იემენში იმართება საპროტესტო აქციები სალეჰის 32-წლიანი მმართველობისათვის ბოლოს მოღების მოთხოვნით. დღეს მისი ათასობით ოპონენტი შეიკრიბა დედაქალაქ სანააში. რამდენიმე კილომეტრში კი სალეჰის მომხრეების დემონსტრაცია გაიმართა.