დმიტრი მედვედევმა და ბან კი მუნმა მოლაპარაკება გამართეს

რუსეთის პრეზიდენტმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა განიხილეს მანდატების დაცვის აუცილებლობა ძალისმიერი ოპერაციების განხორციელების დროს. დმიტრი მედვედევისა და ბან კი მუნის შეხვედრა მოსკოვთან ახლომდებარე გორკის სამთავრობო რეზიდენციაში გაიმართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, მხარეებმა კერძოდ განიხილეს იემენში, ლიბიასა და კოტ’დ ივუარში შექმნილი ვითარებები. მედვედევმა და ბან კი მუნმა წამოაყენეს წინადადება რუსეთის დედაქალაქში ჩატარდეს საერთაშორისო კონფერენცია ახლო აღმოსავლეთისა და ბირთვული უსაფრთხოების შესახებ.