სამგზავრო ბორანის ავარიის შედეგად ბანგლადეშში 33 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთით მდინარე მეგხნაზე მოხდა. ბორანის გემბანზე ასი მგზავრი იმყოფებოდა. დაუდგენელია უზგოუკვლოდ დაკარგულთა ზუსტი რაოდენობა. უფრო ადრე იუწყებოდნენ, რომ 40 მგზავრის გადარჩენა მოხერხდა.