ამ კვირაში გრძელდებოდა მსჯელობა მანამდე გამოქვეყნებული ანგარიშის თაობაზე, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მოამზადა და რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას ასახავს. მასში საქართველოს 85 გვერდი დაეთმო და ბევრ პრობლემაზე იყო ლაპარაკი. რადიო თავისუფლება გაესაუბრა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ჯონ ბასს, რომელმაც ანგარიშში ასახულ პოზიტიურ და ნეგატიურ ტენდენციებზე ილაპარაკა და ისიც თქვა, თუ რა არის ასეთი ანგარიშების მიზანი და რა შედეგი მოჰყვება ხოლმე.
საქართველოში არსებულ ვითარებაზე ამ კვირაში მსჯელობდნენ სტრასბურგშიც, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე. განიხილებოდა ახალი რეზოლუციის პროექტი, რომელშიც საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება იყო შეფასებული. რეზოლუციაში აღნიშნეს მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც საქართველოში გამოვლინდა 2008 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ქვეყნის ვალდებულებათა შესრულების შემფასებელი ბოლო რეზოლუცია იქნა მიღებული. ხაზგასმით აღინიშნა ისიც, რომ საქართველომ პროგრესს მიაღწია, რუსეთ-საქართველოს ომით გამოწვეული მძიმე შედეგების მიუხედავად, და რომ ქვეყანა არ ღალატობს დემოკრატიული განვითარების გზას. რეზოლუცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის 13 აპრილის სხდომაზე დამტკიცდა 125 ხმით 8-ის წინააღმდეგ.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც და ევროსაბჭოს რეზოლუციაშიც ლაპარაკი იყო ქართულ მედიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ამ პრობლემებზე თბილისშიც ლაპარაკობდნენ - დაფუძნდა ახალი მედიაკოალიცია, რომელმაც მიზნად მედიის ინტერესების დაცვა დაისახა და რომელშიც 11 არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია გაწევრიანდა. კოალიციის სამი მთავარი მიზანია მედიაგარემოს ხელშეწყობა საქართველოში, მედიამფლობელებისა და ჟურნალისტების ინტერესების დაცვა და დემოკრატიის განვითარების პროცესში მედიის როლის გაძლიერება. კოალიციის წევრებმა მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი, რომლის ტექსტიც ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ წაიკითხა.
გასულ კვირაში მთავრობამ 3 ახალი ინიციატივა შესთავაზა ბიზნესმენებს. ერთი სიახლის მიხედვით, კომპანიას არჩევანის საშუალება ექნება - კერძო აუდიტორულმა კომპანიამ შეამოწმოს თუ სახელმწიფო შემოსავლების სამსახურმა. დანარჩენი ორი ინიციატივა კი კომპანიის ტექნიკურ დანაკარგებსა და საწვავის ხარჯს შეეხება. ამ ინიციატივებზე სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ მთავრობისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა ამ ინიციატივებს საინტერესო უწოდეს. იგივე უთხრა რადიო თავისუფლებას ეკონომიკური საკითხების ექსპერტმა გია ხუხაშვილმა, თუმცა მან შესაძლო პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება.
გასულ კვირაში კვლავინდებურად აქტუალური იყო ისრაელისა და საქართველოს ურთიერთობები, რომელთან დაკავშირებითაც ბოლო პერიოდში არაერთი ეჭვი და კითხვის ნიშანი გაჩნდა. ჯერ „ელბიტ სისტემსმა“ განაცხადა, რომ საქართველოს სასამართლოში უჩივის, შემდეგ კი ინფორმაცია გავრცელდა ისრაელის კომპანია „გლობალ სი-ეს-ტისთან“ დაკავშირებით, რომელმაც თურმე შეიძლება აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ხელისუფლებასთან ითანამშრომლოს. კომპანიის ხელმძღვანელმა, ისრაელის შეიარაღებული ძალების გადამდგარმა გენერალ-მაიორმა ისრაელ ზივმა სოხუმში ვიზიტისას თქვა, რომ მისი ვიზიტი წმინდა ეკონომიკურ ინტერესებზე იყო ორიენტირებული და არავითარი კავშირი არ ჰქონდა პოლიტიკასთან. თუმცა ექსპერტები მის ამ განცხადებას ეჭვით შეხვდნენ. ქართველი ექსპერტები ისრაელის კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებებს უფრო გაფრთხილებად აღიქვამენ, ისევ და ისევ დაკავებული ისრაელი ბიზნესმენების საქმის კონტექსტში.
კვირის ბოლოს კი გავრცელდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენელთა განცხადებები, რომლებიც ეხმიანებოდა ეგრეთ წოდებული ”სტატუსნეიტრალური” პასპორტების შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ეკა ტყეშელაშვილის ინიციატივას და სადაც ეს ინიციატივა პოპულისტურ ნაბიჯად და ბოდვად იყო შეფასებული. „სტატუსნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების" შესახებ ინფორმაცია რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით საპარლამენტო კომისიას 14 აპრილს მიაწოდა და თქვა, რომ ამ დოკუმენტების მიზანია რუსული პასპორტიზაციის ორბიტიდან გამოსვლა და ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის საზღვარგარეთ მოგზაურობის შესაძლებლობის მიცემა. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ თქვა, რომ ქართული დოკუმენტები მათ არ სჭირდებათ.
გასულ კვირაში საქართველომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი აშშ დოლარის 10 წლიანი "ევრობონდები" - იგივე ობლიგაციები - განათავსა.საქართველოს მთავრობა ობლიგაციების გამოშვებით 500 მილიონიანი ვალის აღების მთავარ მიზნად ძველი, 5 წლიანი ობლიგაციებით ნასესხები 500 მილიონის გასტუმრებას ასახელებს. ახალი ვალის გასტუმრების ვადა 2021 წელს დგება, მანამდე კი საქართველომ ყოველწლიურად ამ თანხის 6.9 პროცენტი უნდა იხადოს.