ავღანეთი და პაკისტანი ზომიერ თალიბებთან დაზავებას ცდილობენ

ავღანეთი და პაკისტანი შეთანხმდნენ, გაააქტიურონ ძალისხმევა ზომიერ თალიბებთან მშვიდობის მისაღწევად. ამის შესახებ ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა პაკისტანის პრემიერ-მინისტრ იუსუფ რაზა გილანისთან ქაბულში გამართული შეხვედრის შემდეგ. კარზაის სიტყვებით, პაკისტანის პრემიერი, არმიის გენერალური შტაბის თავმჯდომარე და სპეცსამსახურების ხელმძღვანელი შევიდნენ სამთავრობო კომისიაში, რომელსაც დავალებული აქვს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მოქმედ თალიბებთან დაზავების გზების ძიება. ავღანეთის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ ასეთი ორგანო ავღანეთშიც შეიქმნება.