"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა თითქმის მესამედი, სიღატაკის ზღვარზეა. როგორც "ინტერპრესნიუსი" კვლევის კოორდინატორ ლელა ჯავახიშვილზე დაყრდნობით აცხადებს, საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე მცხოვრებთა მაჩვენებელი გამოკითხულების თითქმის 60%-ს შეადგენს. 200 ლარზე ნაკლები შემოსავალი რესპონდენტთა 35,1%-ს აქვს, 500 ლარამდე - 24,8%-ს, 800 ლარამდე – 10,2%-ს, 1 200 ლარამდე – 6,4%-ს, 1 200 ლარზე მეტი – 3,5%-ს, ხოლო პასუხზე უარს 19,9% აცხადებს. კვლევა საარჩევნო საკითხებისა და მოქალაქეთა პრიორიტეტების შესახებ, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED), ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - "დიალოგისა და შესაძლებლობათა განვითარების ხელშეწყობა ეფექტური ეროვნული საარჩევნო პროცესებისათვის" - ფარგლებში განახორციელა.