სტუმრად ჩვენს ეთერში: ნათია კუპრაშვილი

რეგიონული მაუწყებლობის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი

14 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნათია კუპრაშვილი, რეგიონული მაუწყებლობის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა ახალ კოალიციაზე - ”მედიის ადვოკატირებისთვის”, რომელშიც 11 არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია გაერთიანდა.